ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა... - სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში

ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა… – სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში

გამოთქმა, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არისო, ცნობილ დიზაინერ დონატელა ვერსაჩეს და მის სახლს ნამდვილად არ ეხება. ის ხავერდსა და აბრეშუმს აიძულებს ისე იბრწყინოს, რომ თვალს ვერ გაუსწორებ, თუმცა ეს მას მსოფლიო მოდის ფონდში ადგილის დამკვიდრებაში ხელს ნამდვილად არ უშლის. დონატელა ვერსაჩეს სახლში ბრჭყვიალებს ყველაფერი, ბალიშით დაწყებული ონკანით დამთავრებული. სახლის ყველა ოთახის ინტერიერის დიზაინი საოცარია. სახლში ნახავთ საოცარ, ანტიკვარულ ავეჯს. ვერსაჩე კარადის დიზაინი
ოჯახური ამბები
1997 წელს ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მის ცნობილ და წარმატებულ მოდის სახლს ყველა განადგურებასა და გაქრობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მისმა უმცროსმა დამ, რომელიც კომპანიას ჩაუდგა სათავეში, არა მხოლოდ გადაარჩინა კომპანია, არამედ საგრძნობლად გაზარდა ის. საძინებლის დიზაინი მან დააარსა სასტუმროების ქსელი, რომელიც საკუათარი კომპანიის ავეჯით აღჭურვა. პირველი სასტუმრო დონატელამ ავსტრალიაში გახსნა 200 წელს, თუმცა ვინც მას პირადად იცნობს, არ გაკვირვებია მისი ეს წარმატებები, პატარა დაიკო ხომ ჯანის მუზაც გახლდათ და როგორც ამბობენ, მისი შეფასების გარეშე ჯანი არც ერთ ესკიზს არ ამტკიცებდა. დონატელა კომპანიაში ოფიციალურად პიარისა და რეკლამის მხრივ იყო პასუხისმგებელი, თუმცა კომპანიის მართვაში დიდი წვლილი რომ მიუძღოდა, ყველამ კარგად იცოდა. აბაზანის დიზაინი სასტუმრო ოთახი დიზაინი მისაღები სრულად ნახვა გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თეგები: