წესები და პირობები

“House Card”-ის გამოყენების წესები და პირობი
  1. რა არის „House Card
    • „House Card” წარმოადგენს “შპს ბიჯიაი გრუპი”-ის (ს/ნ 405658881 , იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 43, შემდგომში მოხსენიებული როგორც კომპანია) შექმნილ სერვისს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღნიშნული პროდუქტის გამოყენებით მიიღონ გარკვეული ფასდაკლება ჩვენი პარტნიორი სამშენებლო-სარემონტო კომპანიებისგან.
    • „House Card” (შემდგომში – “ბარათი”) წარმოადგენს როგორც ფიზიკურ ასევე ციფრულ ბარათს (Wallet-ზე დამატება, ან სპეციალური კოდი), რომელთა ფუნქციებიც იდენტურია. “ბარათის” მფლობელი კონკრეტული სერვისის მისაღებად ონლაინ მაღაზიებშო ფასდაკლების მისაღებად შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული ფასდაკლების კოდი, ხოლო ფიზიკურად სერვისის/პროდუქტის მისაღებად უნდა წარადგინონ დასქრინული ან ვოლეტში დამატებული ბარათი.
    • „House Card”-ით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ “ბარათის” მფლობელებს. ჩვენს პარტნიორ მაღაზიებს უფლება აქვთ, უარი თქვან მომხმარებლისთვის „House Card”-ით განსაზღვრული ფასდაკლების გაკეთებაზე, თუ მოთხოვნის შემთხვევაში ისინი არ წარმოადგენენ პირადობის მოწმობას.
    • “ბარათი” წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.
    • მომხმარებელს უფლება აქვს დღის განმავლობაში “ბარათი” გამოიყენოს მისთვის შეუზღუდავი რაოდენობის პარტნიორ კომპანიებში.
    • „House Card”-ით განსაზღვრულ ფასდაკლებას, კონკრეტულ ან მთლიან ასორტიმენტზე განსაზღვრავს პარტნიორი მაღაზია. ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად საიტზე “Housecard.ge”.
  1. “ბარათის” გაცემის წესი
    • მოხმარებელი “ბარათის” შეძენის შემდეგ იღებს ვირტუალურ ბარათს, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი. მომხმარებელს შეუძლია “ბარათი” შეინახოს სქრინის სახით, ან დაამატოს მობილურში, ვოლეტში.
    • მომხმარებლის მხრიდან Housecard.ge-ზე “ბარათის” შეძენის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება მას და დეტალურად აცნობს ბარათით სარგებლობის წესებს.
    • “ბარათის” შეძენის დროს, მომხმარებელმა სპეციალურ სარეგისტრაციო ველში უნდა ჩაწეროს მისი იდენტობის დამადასტურებელი ზუსტი მონაცემები, რაც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი.
  2. “ბარათის” მოქმედების ვადა, “ბარათის” გაუქმება
    • “ბარათის” მოქმედების ვადაა 6 თვე. მოქმედების ვადა დატანილია “ბარათზე”.
    • ბარათის სქრინის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელი უკავშირდება ჰაუსქარდს მეილზე Info@housecard.ge, აგზავნის პირადობის მოწმობის ასლს და კომპანიის მიერ ხდება მისთვის ბარათის დაბრუნება.
  3. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება.
    • კომპანია მომხმარებლის მიერ “ბარათის” შეძენისას, ახორციელებს მონაცემთა შეგროვებას უშუალოდ მომხმარებლისგან.
    • უფლებამოსილ პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს კომპანიისთვის ან მისი სახელით. უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემები სამართლებრივი აქტის ან კომპანიასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს კანონის აკრძალვებს. უფლებამოსილ პირს ეკრძალება ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ცალეკულ შემთხვევებში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეზღუდულ იქნას პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ამასთან, მონცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის “ბარათი” გაუქმდება და მომხმარებელი ვეღარ შეძლებს “ბარათით” სარგებლობას.
    • კომპანია უფლებამოსილია, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშაოს და კომპანიის აქტივობებთან დაკავშირებით მისი ინფორმირებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის მიერ “ბარათის” გახსნისას მიწოდებული შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. კომპანია კი ვალდებულია, უზრუნველყოს მონცემთა დამუშავების შეწყვეტა მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
    • კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი უკანონო დაკარგვისგან.
    • კომპანიის და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, იღებს ვალდებულებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
    • პერსონალურ მონაცემთა მესამე პირზე გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მოთხოვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
    • კომპანია იტოვებს ვალდებულებას მხოლოდ პარტნიორ კომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია (სახელი გვარი, პ.ნ) “HouseCard”-ის მფლობელების შესახებ, რათა მათ შეძლონ “ბარათის” მფლობელის იდენტიფიცირება.
    • პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხორციელდება “ბარათით” სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე, “ბარათის” გაუქმების შემდეგ 10 წლამდე ვადით კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად, საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში.
  4. საიტზე ანგარიშსწორების სქემა
    • მომხმარებლის მიერ “Housecard.ge”-ზე ბარათის შეძენა ხდება უნაღდო ანგარიშწორებით, ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათის მეშვეობით.
  5. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების პოლიტიკა
    • იმ შემთხვევაში თუ ქარდის მფლობელი ვერ ისარგებლებს “Housecard.ge” არსებული რომელიმე კომპანიის ფასდაკლებით (არ მოხდა კონკრეტული კომპანიის მხრიდან, ფასდაკლების შეწყვეტის შესახებ ჩვენი დროული ინფორმირება ან ამოიწურა პროდუქციის მარაგი, რომელზეც ჩვენი “ბარათით” სარგებლობა შეგიძლიათ, ან სხვა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით), ჰაუსქარდის ადმინისტრაცია დაუყოვნებლის არკვევს დეტალებს პარტნიორ კომპანიასთან და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენს ქარდის ღირებულების უკან დაბრუნებას.
    • თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის პრეტენზიის განხილვიდან 2-3 სამუშაო დღეში.
  6. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების პოლიტიკა
    • იმ შემთხვევაში თუ ქარდის მფლობელი ვერ ისარგებლებს “Housecard.ge” არსებული რომელიმე კომპანიის ფასდაკლებით, ჰაუსქარდის ადმინისტრაცია დაუყოვნებლის არკვევს დეტალებს პარტნიორ კომპანიასთან და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენს ქარდის ღირებულების უკან დაბრუნებას.
    • თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის პრეტენზიის განხილვიდან 2-3 სამუშაო დღეში.
  7. დამატებითი პირობები
    • კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში ან/და “ბარათით” სარგებლობის წესებში.
    • კომპანია უფლებას იტოვებს “ბარათებთან” დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის და ცვლილების შესახებ შეატყობინოს “ბარათის” მფლობელებს მათ მიერ “ბარათის” გახსნისას მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
    • “ბარათის” მფლობელს “ბარათებთან” დაკავშირებით შეუძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს კომპანიას საიტზე მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე.