ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა… – სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში
გამოთქმა, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არისო, ცნობილ დიზაინერ დონატელა ვერსაჩეს და მის სახლს ნამდვილად არ ეხება. ის ხავერდსა და აბრეშუმს აიძულებს ისე იბრწყინოს, რომ თვალს ვერ გაუსწორებ, თუმცა ეს მას მსოფლიო მოდის ფონდში ადგილის დამკვიდრებაში ხელს ნამდვილად არ უშლის. დონატელა ვერსაჩეს სახლში ბრჭყვიალებს ყველაფერი, ბალიშით დაწყებული ონკანით დამთავრებული.