“ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია… არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას” – როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

“ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია… არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას” – როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

ტელეწმაყვანმა გვანცა დარასელიამ თითქმის სამი წელია თბილისი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. ეს გახლავთ სამთავროს მონასტერთან ახლოს მდებარე კომპლექსი, სადაც კერძო, ლამაზი სახლები ერთმანეთის მიჯრითაა აშენებული. დაცული ეზო, აუზი და არაჩვეულებრივი ხედი ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებისკენ – კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვრებას. გვანცამ ერთხელ უკვე უმასპინძლა „შინ“-ს თბილისურ ბინაში. მოგვიანებით მისმა სახლმა „შინ“-ის ღონისძიებაზე ნომინაციაში „შინის რჩეული სახლი“ გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა, რომელიც ტელეწამყვანის ახალ სახლსაც ამშვენებს. ერთგულმა რესპონდენტმა, რასაკვირველია, ახლაც არ გვითხრა უარი და მცხეთის სახლში საინტერესო ექსკურსია მოგვიწყო.