უნიკალური სივრცე, რომელიც მხოლოდ ერთი მასალის გამოყენებით შეიქმნა

უნიკალური სივრცე, რომელიც მხოლოდ ერთი მასალის გამოყენებით შეიქმნა

მოდის ბრენდისთვის მიუნხენის ესპანურმა ბიურომ Studio Animal უნიკალური pop-up სივრცე შექმნა, რომელიც მხოლოდ ერთი მასალის – დეკონსტრუქციული ფეხსაცმლის ყუთებისგან არის მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის შეფუთვაა, რომლითაც ბრენდი თავის გაყიდულ პროდუქციას კლიენტებს უგზავნის. pop-up მაღაზიის მთავარი მახასიათებელი იმაში მდგომარეობს, რომ დიზაინერებმა გამოიყენეს მუყაოს პანელები, რომლებიც შეიძლება მთლიანად გადამუშავდეს. თეთრი ზედაპირი ხაზს უსვამს ყუთისთვის დამახასიათებელ ყავისფერ კიდეებს, ეს გადასვლა კი ოთახში ძალიან საინტერესო კონტურებს ქმნის. კედლების გასწვრივ თაროები მასალის ორი ფენისგან არის დამზადებული- ეს მათ საშუალებას აძლევს, გაუძლონ მაღაზიაში გამოფენილი პროდუქციის წონას. პროექტს კარდონის 120, 60×60 სმ-იანი ფენა მოხმარდა. თაროები იატაკიდან იწყება და კედლებიდან ჭერზე გადადის. ამ ტექნიკამ შესაძლებელი გახადა გეომეტრიული ნიმუშის ეფექტის შექმნა, რომელსაც აქვს უსასრულობის ეფექტი. ოპტიკურ ილუზიას ამყარებს როგორც ფარული განათების სისტემა, ასევე სარკეები.