უჩვეულო ჟოლოპები - როგორ ვაქციოთ უსახური ნივთი დეკორად

უჩვეულო ჟოლოპები – როგორ ვაქციოთ უსახური ნივთი დეკორად

ჟოლოპი შენობის საჭირო, თუმცა არცთუ ესთეტიკური ნაწილია. ზოგი ადამიანი კი ცდილობს, ის ორიგინალური სახით წარმოგვიდგინოს და ამით, შენობის ყველაზე საინტერესო დეკორაციად აქციოს. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჟოლოპი საინტერესო დეკორაციათ: ნახატებით გაფორმება ნახატები შენობას ამშვენებს, ჟოლოპის ფორმები კი კომპოზიციისთვის შინაარსის მიცემაში დაგეხმარებათ. დეკორატიული ჟოლოპი შეგიძლიათ, თავად ჟოლოპს მისცეთ ორიგინალური ფორმა. ანაც, ჟოლოპს მუსიკალური დატვირთვა შესძინოთ. მრავალფუნქციური ჟოლოპი თუ ჟოლოპზე ყვავილის ქოთნებს დაამაგრებთ, მის იერსახესაც დაამშვენებთ და მრავალფუნქციურ სივრცესაც შექმნით. ჟოლოპი „ჩანჩქერი“ ასევე შეიძლება, ჟოლოპი უცვლელად დატოვოთ, თუმცა, ის მდინარის წყაროდ აქციოთ.