ცნობილი წყვილის ორანჟერეა კორპუსის აივანზე - "ვცდილობთ, ყველა ჩვენი აივანი გავამწვანოთ, რომ თუნდაც შენობის ნაცრისფერი ფასადი გამწვანდეს და გალამაზდეს"

ცნობილი წყვილის ორანჟერეა კორპუსის აივანზე – “ვცდილობთ, ყველა ჩვენი აივანი გავამწვანოთ, რომ თუნდაც შენობის ნაცრისფერი ფასადი გამწვანდეს და გალამაზდეს”

თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე საოცარი ორანჟერეაა მოწყობილი. აქ თავმოყრილია წლების განმავლობაში ნაგროვები და ნაფერები უამრავი მცენარე. ამის შემხედვარე ხვდები, რომ მათ მეპატრონეებს გარემო ძალიან უყვართ და მასზე მუდმივად ზრუნავენ. ორანჟერეაზე მზრუნველი და ამჯერად ჩვენი მასპინძელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ახლა უკვე ტელეწამყვანი ზაალ ჩიქობავაა და მასთან ახლა არა თეატრზე, არამედ მცენარეებზე მოგვიწევს საუბარი. ზალიკო გვიყვება, როდის გამოავლინა ბუნების სიყვარული, როგორ უვლის და ზრუნავს უამრავ მცენარეზე და რა ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში. ორანჟერია ყვავილები აივანზე აივნის დიზაინი