წინაპრების მიწაზე აშენებული სახლი რაჭაში, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

წინაპრების მიწაზე აშენებული სახლი რაჭაში, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

კონფლიქტოლოგ ირმა გოგიაშვილს ბოლო წლების განმავლობაში რემონტის და ინტერიერის დიზაინის სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს მიღებული, შესაბამისად, როდესაც მის ცხოვრებაში შვილის სურვილით საკუთარი საცხოვრებელი სახლის აშენების და მოწყობის ეტაპი დადგა, საერთოდ არ გასჭირვებია და ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. სახლი, რომელიც რაჭაში მდებარეობს, დღეს ყველას აღაფრთოვანებს და ბევრისთვის მყუდრო დასასვენებელ ადგილად არის ქცეული. – განათლებით კონფლიქტოლოგი ვარ. მონტერეის საერთაშორისო მეცნიერებების ინსტიტუტში, კალიფორნიაში დავამთავრე მაგისტრატურა. 18 წელი ვიყავი ემიგრაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი. საქართველოში 2018 წელს დავბრუნდი და გარდა ჩემი პროფესიისა, სამოქალაქო აქტივისტიც გავხდი. პარალელურად ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნების სფერო, ოჯახიც და გარემოცვაც ძირითადად ხელოვანების მყავდა. ვხატავ და ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა და დიზაინი. სამი ძველი სახლის პროექტი განვახორციელე. პირველი ბინის დიზაინი სოლოლაკის სახლში შევქმენი, მერე სამი პროექტი გავაკეთე ჩემთვის და უცხოელი დამკვეთისათვის. დიზაინიც და რემონტიც საკუთარი ძალებით განვახორციელე. ძალიან შრომატევადი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს სახლი კი რაჭაში მდებარეობს. ეს არის ბოლო პროექტი, რომელიც ჩემი შვილის იდეა იყო და სამი წელი ერთობლივი ძალებით ვაშენებდით. სრულად ნახვა