თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური ტენდენციები

თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური ტენდენციები

„ბევრი, ყოველთვის კარგი არ არის” – ეს ინტერიერის მთავარი წესი და მინიმალიზმის მთავარი მახასიათებელია. მინიმალიზმის პირველი ნიმუშები 50 წლის ძალიან ბიუჯეტური, შეზღუდული და უგემოვნო ჩანდა. თუმცა, მე-20 საუკუნე იმდენად დაიღალა ზედმეტი ფუფუნებით, ძვირადღირებული და ზოგჯერ სრულიად გამოუსადეგარი ნივთებით, რომ დიზაინერებმა სხვა უკიდურესობის ძიება დაიწყეს. ფორმების სიმარტივესა და ლაკონურობა კი მალე იქცა თანამედროვე დიზაინის მიგნებად. „გადააგდე ზედმეტი ავეჯი და წვრილმანი, დატოვე მხოლოდ საკუთარი თავი და ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია“ – დაახლოებით ასე ახასიათებდნენ მინიმალიზმს მისი შემმნელები და მიმდევრები. მე-20 საუკუნის შუა ხანებში მხოლოდ რამდენიმე გაბედავდა ინტერიერის დიზაინის შეკვეთას მინიმალიზმის სტილში, დღეს კი, ეს უკვე ბევრისთვის ცხოვრების სტილია და არა მხოლოდ ინტერიერი!