როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი – “მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული”
სახლი, სადაც მსახიობი ბაია დვალიშვილი ცხოვრობს, ვაკის პარკს გადაჰყურებს. სადარბაზოს კართან მისი დედის, ასევე ყველასთვის საყვარელი მსახიობის მარინე თბილელის მემორიალური დაფაა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 1957 წელს აშენდა, 4 წელიწადში კი ბაია დაიბადა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მსახიობის სახლის