სტუდიოს ტიპის ბინა - პლიუსები და მინუსები

სტუდიოს ტიპის ბინა – პლიუსები და მინუსები

ბოლო დროს სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს სტუდიოს ტიპის ბინები, თუმცა, ყველამ არ იცის, კონკრეტულად რა პლიუსები და მინუსები აქვს მსგავს საცხოვრებლებს. არადა ბინის შეძენამდე მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდე, შენთხვის არის თუ არა ის შექმნილი. ჩვენ წარმოგიდგენთ სტუდიოს ტიპის ბინების მთავარ დადებით და უარყოფით მხარეებს: პლიუსები დაბალი ფასი – სტუდიოს ტიპის ბინები შედარებით იაფად ფასობს უძრავი ქონების ბაზარზე. ფულის დაბანდება – თუ ასეთ ბინაში ცხოვრებას არ აპირებთ, სტუდიო გასაქირავებლად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია. ენერგორესურსებზე ეკონომიურობა – ასეთი ტიპის სახლის გათბობაზე გაცილებით ნაკლები დაგეხარჯებათ, რადგან ყველა ოთახში ცალცალკე არ გიწევთ გათბობის სისტემების შეყვანა. კომფორტი – თუ მარტოხელა ხართ, სტუდიოს ტიპის სახლი იდეალური ვარიანტია. თქვენ ხომ ყველანაირ კომფორტს ერთ სივრცეში მოიწყობთ. მინუსები სტუდიოს ტიპის ბინა რამდენიმესულიანი ოჯახისთვის ნაკლებად შესაფერისია. აქ ოთახები მხოლოდ ტიხრებით იყოფა და განმარტოების საშუალება ნაკლებად იქნება. თანაც, სახლის ყველა ნაწილში გავა საუბრის ხმა, რაც მოსვენებისას არაკომფორტულია. არასაკმარისი სივრცე – როგორც წესი, სტუდიოს ტიპის ბინები დიდი ფართობით არ გამოირჩევა. მასში ყველაფრის გათვალისწინება და მოთავსება კი რთული ამოცანაა. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ტიპის ბინაში არასაჭირო ნივთების მცირე რაოდენობაც კი დისკომფორტს გამოიწვევს. საყოფაცხოვრებო ნიუანსი – სტუდიოს ბინაში საყოფაცხოვრებო აქტივობების უმეტესი ნაწილი – საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის გაშრობა და ა.შ. ერთ სივრცეში უნდა შესრულდეს. თუ ოთახში საკმარისი ადგილი არ არის ზონირებისთვის, ამან შესაძლოა  უხერხულობა გამოიწვიოს.