შპს ტუმბო ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2010 წლიდან. კომპანიის ამჟამინდელი სახელი „ტუმბო“ 2018 წლის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. შპს ტუმბო-ს საქმანობის ძირითადი მიმართულებაა, სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების, წყლის და ჰაერის სისტემებით და ამ სისტემების ოპერირებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქსესუარებითა და ელექტრო მოწყობილობებით, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობა.
შპს ტუმბო უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს როგორც სამონტაჟო ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურების მიმართულებით.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებელთა მოთხოვნები რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ისინი.
კომპანიას ყავს საიმედო და ცნობადი უცხოელი პარტნიორი კომპანიები, რომელებიც მუდმივად ზრუნავენ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენი კომპანიის თითოეული მომხმარებლის ინტერესების დაცვის წინაპირობაა.
კომპანიის მიზანია მომხმარებელთა უზრუნველყოფა მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქციითა და სერვისით.
ჩვენი პროდუქცია (როგორც წყლის ასევე ჰაერის სისტემები) წარმოდგენილია ევროპისა და აზიის ბაზრებზე და სარგებლობენ დიდი პოპულარობით. შპს ტუმბო ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტზე.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ჩვენს ძირითად მომწოდებლებთან, გვაქვს ექსკლუზიური შეთანხმება საქონლის იმპორტზე, რაც საქონლის ფალსიფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
შპს ტუმბო მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ მის მონტაჟსა და მონტაჟის შემდგომ სერვისს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი პროდუქციის ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.