შეცდომები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს

შეცდომები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს

რემონტის დასრულება ყველას შვებას ჰგვრის, მაგრამ ამის შემდეგ, წლები უნდა გაატაროთ გარემონტებულ სახლში, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელი არ შეგიშალოთ თქვენს მიერვე შექმნილ გარემოში ბედნიერად ცხოვრებაში. შედეგებით იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს. მკვეთრი ფერები ძირითად ტონად მკვეთრი ფერების გამოყენებაში ცუდი არაფერია, თუმცა, მასალა და ტონები დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ოთახი ინტერიერი ისეთი ვერ იქნება, როგორი წარმოგედგინათ. გასაჭიმი ჭერი კასაჭიმი ჭერი პრეტენზიული მასალაა, რომლის არასწორად გამოყენებაც, ოთახის ინტერიერს დააზარალებს. თანაც, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ჭერი ადვილად ზიანდება და თუ სახლშ ბავშვი გყავთ, ამის შანსი კიდევ უფრო იმატებს. არასაკმარისი განათება ასეთი პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ჭერში ჩასაშენებელ განათებას ამონტაჟებთ. ასეთი ნათურები როგორც წესი, სინათლეს ოთახის კიდეებში ანაწილებენ, ცენტრში კი დამატებით განათებაა საჭირო. ნიშები და კვარცხლბეკები ავეჯისა და აღჭურვილობისთვის საწოლის ან კარადისთვის ნიშის გაკეთება და ტელევიზორისა თუ სარეცხი მანქანის კვარცხლბეკზე დაყენების იდეები როგორც წესი, წარუმატებელი აღმოჩნდება ხოლმე -ავეჯი და ტექნიკა შეიძლება მოძველდეს, გაფუჭდეს ან უბრალოდ მოგწინდეთ, ამიტომ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, რომ შეგეძლოთ მისი შეცვლა. არასწორად შერჩეული იატაკი სველი წერტილებისთვის უარი თქვით აბაზანის გლუვ ზედაპირზე. უპირველეს ყოვლისა, სააბაზანოს ზედაპირი ყველაზე ხშირად ექვემდებარება საყოფაცხოვრებო დაზიანებებს. ამასთან, სააბაზანოში მოლიპულ იატაკი ტრავმების მიღების რისკს ქმნის. ავეჯის ყიდვა, ზომების აღების გარეშე თუ ავეჯს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით აარჩევთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კარადის კარები ბოლომდე არ იღება, რადგან დივანი ეღობება. სხვა ადგილას კი მას ვერ გადაიტანთ, რადგან ზომებში არ ჯდება. ამ პრობლემას რომ არ წააწყდეთ, წინასწარ უნდა აიღოთ ზომები.