შენობა, რომელშიც ყველაფერი „არასწორადაა“ - მსოფლიოში ყველაზე უცნაური სკოლა

შენობა, რომელშიც ყველაფერი „არასწორადაა“ – მსოფლიოში ყველაზე უცნაური სკოლა

ესპანეთში, მადრიდის გარეუბანში მდებარე რეჯიოს სკოლა ცნობილია როგორც შენობა, რომელშიც ყველაფერი „არასწორადაა“ – ფასადიდან დაწყებული ინტერიერით დამთავრებული. სკოლის შენობაში არქიტექტურა ერწყმის პედაგოგიკას და ქმნის სივრცეს, რომელიც მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. არქიტექტურა და დიზაინი უჩვეულო სკოლის პროექტი ანდრეას ჟაკის არქიტექტურულმა სტუდიამ შეიმუშავა. შენობა ხუთი სართულისგან შედგება, საიდანაც ერთი მიწისქვეშაა. მის ფასადს სამკუთხა და მართკუთხა ფანჯრები და თაღოვანი შესასვლელები ამშვენებს.