შეიძლება თუ არა პურის შენახვა მაცივარში?!

შეიძლება თუ არა პურის შენახვა მაცივარში?!

არსებობს მოსაზრება, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივარი პურის შესანახად იდეალური ადგილია. ჩვენ შევეცდებით, თქვენთან ერთად გავარკვიოთ, ნამდვილად ასეა თუ არა.
თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ პური ყველაზე უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, როცა ოთახში ტემპერატურა 15-25°С-ია და ჰაერის ტენიანობა – არაუმეტეს 75%. თუმცა, როგორც ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, სიცხეში ნამდვილად შეიძლება მაცივარში პურის შენახვა, ოღონდ აუცილებლად გარკვეული წესების გათვალისწინებით.
პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ შესაფუთი მასალა:
ოლიეთილენის პაკეტი პურის მხოლოდ ერთჯერადი შენახვისთვის გამოდგება. ამასთანავე, აუცილებელია ასეთი მასალისგან დამზადებულ პარკს ნახვრეტები გაუკეთოთ (მაგ., ნემსით), რათა პოლიეთილენის პარკში არ დაგროვდეს კონდენსატი. თუმცა, თუ აპირებთ, პური საყინულეში მოათავსოთ, შეფუთვა სრულიად ჰერმეტული უნდა იყოს. გარდა ამისა, პურის შესანახად აუცილებლად პოლიეთილენის ახალი პაკეტი გამოიყენეთ.
ქაღალდის პაკეტი
პურის შესაფუთად იდეალური მასალაა, რადგან არ „იკიდებს“ მაცივარში მოთავსებული პროდუქტების სუნს, კარგად ინარჩუნებს პროდუქტის ბუნებრივ ტენიანობას და ამის წყალობით პური დიდხანს არ ხმება.
ქსოვილისგან შეკერილი ტომარა,
ასევე, საუკეთესო საშუალებაა მაცივარში პურის შესანახად. დღეს უკვე ბევრგან იყიდება პურის შესანახი სპეციალური ტომრები, რომლებიც სამფენოვანი ქსოვილისგანაა შეკერილი. ასეთი სტრუქტურის წყალობით პროდუქტი დაცულია გახმობისგან, ობის სოკოს გაჩენისგან და „უცხო სუნისგან“. ფოლგა საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ პურს საყინულეში ინახავთ.
შენახვის წესები და ვადა:
მაცივარში პური ქვედა თაროზე ან საყინულეში უნდა შეინახოთ. ყველაზე შეუფერებელი ადგილია ზედა და გვერდითა თაროები.
მაცივრის ქვედა თაროზე პური (შესაფუთი მასალის მიხედვით) 4-14 დღე ინახება. საყინულეში კი – მთელი თვით, თუმცა თხელ ნაჭრებად დაჭრილი და პოლიეთილენის პაკეტში ან ფოლგაში შეფუთული. მაცივარში ნუ შეინახავთ ახალ პურს, სანამ ის ჯერ კიდევ თბილია. დაელოდეთ, გაცივდეს. გაითვალისწინეთ, რომ ჭვავის პური ხორბლის პურისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ, რადგან ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია და, შესაბამისად, უფრო სწრაფად ობდება. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ სიცივეში ყველაზე კარგად ხორბლის პროდუქცია ინახება, ჭვავის კი – ნაკლებად. მაცივრიდან გამოღების შემდეგ პური რბილი რჩება ერთი დღის განმავლობაში, თუმცა საყინულიდან გამოღებული – რამდენიმე საათი.
თუ მაცივარში მოთავსებული პურის პარკში დოლბანდში გამოკრულ მწიკვ მარილს ჩადებთ, უფრო მეტი გარანტია გექნებათ, რომ პური არ დატენიანდება. დაბოლოს
დაიმახსოვრეთ: დაძველებულ პურს შეიძლება ობი მოეკიდოს, მაგრამ რბილობი წებოვანი არ უნდა გახდეს. პურის წებოვნება მის დასნებოვნებაზე მიუთითებს!