საოცარი სახლი, რომელშიც მილიონერი მარიამ კუკუნაშვილი ცხოვრობს (ვიდეო)... სახლი უზარმაზარი სახლი კლუბით, ბიბლიოთეკით და დახურული აუზით

საოცარი სახლი, რომელშიც მილიონერი მარიამ კუკუნაშვილი ცხოვრობს (ვიდეო)… სახლი უზარმაზარი სახლი კლუბით, ბიბლიოთეკით და დახურული აუზით

ქართველი მილიონერი, ინვიტრო კლინიკების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი ულამაზეს სახლში ცხოვრობს. ვიდეოს ნახვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ
სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ მარიამს სახლში ოთახი აქვს, რომელიც ინტერიერის დიზაინით კლუბს მოგაგონებთ. როგორც ქალმა აღნიშნა, პანდემიისას ხშირად აწყობდა მეგობრების წვეულებებს სწორედ ამ ოთახში და ამან გადაატანინა ჩაკეტილობა. სახლში ასევე აქვს ბიბლიოთეკა, რადგან მისი თქმით, წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, დახურული უზარმაზარი აუზი, სამზარეულო, სადაც საჭმელს არ აკეთებს, რადგან საჭმლის სუნი აღიზიანებს სახლში, თუმცა ეს ოთახი მისი საყვარელი კუთხეა, სადაც მთელ დღეს ატარებს.