სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 30 000 დოლარი სჭირდება

სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 30 000 დოლარი სჭირდება

იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების ფასი ელვის სისწრაფით იზრდება, იტალიელმა არქიტექტორმა რენატო ვიდალმა სახლის ტრადიციული გზით მშენებლობის ბრწყინვალე ალტერნატივა შექმნა M.A.Di. – დასაკეცი სახლი, რომელიც დაგიჯდებათ 33 000 $. სამ ადამიანს შეუძლია ააგოს ის ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე სულ რაღაც 6 საათში. შენობას აგებენ უმაღლესი ხარისხის მასალით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სეისმურად აქტიურ რეგიონებისთვის, დიდი სიმტკიცით და მდგრადობით გამოირჩევა. გაყიდვაში სხვადასხვა ფართის სახლებია, რომელიც მერყეობს 27 კვ.მ.-დან (33 000$ ) 84 კვ.მ-მდე ( 73 000$). ყველა ძირითად მოდელს გააჩნია სააბაზანო თავისი ჰიგიენური აღჭურვილობით, სამზარეულო, შიდა კიბეები და ტექნიკური აღჭურვილობები. სახლის კონსტრუქცია სახლი შეიძლება აიგოს ბეტონის საძირკვლის გარეშეც კი. სახურავზე დამონტაჟებულია მზის ენერგიის პანელები, გაყვანილია საკანალიზაციო სისტემა და LED განათება. “იქმნება მყუდრო და უსაფრთხო ადგილი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული, ” წერს ოფიციალური ვებგვერდი. სახლის კონსტრუქციის ადგილზე მიტანა ხდება საბოლოო ნახაზების გაკეთებიდან 60 დღეში. ასაწყობი სახლი სახლის აწყობა საკმაოდ მარტივ პროცესს წარმოადგენს. M.A.DI. გაძლევთ საშუალებას იქონიოთ დროებითი ან მუდმივი სახლი. ამასთან, თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ მასალა თქვენი ფინანსებისა და ინტერესებიის გათვალის ინებით. asawyobi saxli xis saxli ხის სახლის აშენება M.A.DI. სახლის მშენებლობის ინოვაციური გადაწყვეტაა. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მარტივად გააფართოვოთ, შეცვალოთ ან სულაც სხვა ადგილას გადაიტანოთ. იქმნება მყუდრო და უსაფრთხო საცხოვრებელი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული. მასში შერწყმულია კომფორტული სახლის მთავარი მახასიათებელი საკვანძო ასპექტები: ინოვაციური ტექნოლოგიები, ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ენერგიის დამოუკიდებელი წყარო – მზის ენერგიის პანელები. ექსტერიერი მისაღების დიზაინი მისაღები ხის სახლის შიდა დიზაინი რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს – ეს არის სადა, ულტრა თანამედროვე, გაშლილი სივრცე. საძინებელის ზონა ნებისმიერ პროექტში განთავსებულია მეორე დონეზე, რომელიც არის, ასევე, ნათელი და კომპაქტური. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თეგები: სააბაზანო, სააბაზანო,  შიდა კიბეები,