ჭკვიანი სახლის სისტემა არის საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვაკონტროლოთ სახლის მდგომარეობა, მოვმართოთ ის ნახევრად ავტომატური მუშაობისთვის და რაციონალურად დავხარჯოთ ფული. სტატიაში ნახავთ: უახლესი ტექნოლოგიები ინტერიერის დიზაინში – როგორ უნდა გამოიყენოთ..
ჩვენ გაგაცნობთ ჭკვიანი სახლის ფუნქციონალურობის და კონტროლის შესაძლებლობებს:
რა არის ჭკვიანი სახლის ძირითადი ფუნქციები?
ჭკვიანი სახლი საშუალებას ზოგიერთი რუტინული საყოფაცხოვრებო სამუშაო ავტომატიზებულ რეჟიმში გადავიყვანოთ;
სახლს ხდის უფრო უსაფრთხოს;
დაზოგავთ სოლიდურ თანხას, მაგალითად – ელექტროენერგიაზე და გათბობაზე.
ჭკვიანი სახლის სისტემას შეუძლია გააკონტროლოს: უსაფრთხოების კამერები, კვამლის სენსორები, წყლის გაჟონვა, გაზის გაჟონვა, კარების და ფანჯრების გახსნის სენსორები, მოძრაობის სენსორები, ტემპერატურისა და სინათლის სენსორები, გათბობის რეჟიმი, ფარდის კონტროლის მოდულები და სხვა. ჭკვიანი სახლის სისტემა დისტანციურად შეგიძლიათ მართოთ ტელეფონის, ტაბლეტის, კომპიუტერის ან სპეციალური კედლის პანელების გამოყენებით და უბრალოდ ხმით ბინაში ყოფნისას.
ჭკვიანი სახლის სისტემა ორი ძლირითადი პრინციპით მუშაობს:
1 თქვენ უნდა დაავალოთ სისტემას ამა თუ იმ მოქმედების შესრულება. მომხმარებლის ბრძანება ცენტრალურ პროცესორზე იგზავნება, რომელიც კონკრეტულ მოწყობილობას ანდობს მის განხორციელებას. მაგალითად, თუ დერეფანში შუქის გამორთვა გსურთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ ხმოვანი ბრძანების ან აპლიკაციის საშუალებით.
2 არ არის საჭირო ადამიანის უშუალო მონაწილეობა. თამაშში შედის სხვადასხვა სენსორები და საათები. მაგალითად, კომპიუტერი იღებს გადაწყვეტილებას ჩართოს თუ გამორთოს კონდიციონერი ტემპერატურის სენსორების წაკითხვის საფუძველზე. ხოლო როდესაც
ბინაში მოძრაობის სენსორი გააქტიურებულია (თქვენი არყოფნის შემთხვევაში), ცენტრალური პროცესორი ჩართავს სიგნალიზაციას და ასე შემდეგ.
ამრიგად, ჭკვიანი სახლის სისტემა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:
სენსორები, რომლებიც აღიქვამენ სიგნალებს და ინფორმაციას გარემოდან.
ცენტრალური პროცესორ-კონტროლერი ამუშავებს ამ სიგნალებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
შემსრულებელი მოწყობილობები (აქტუატორები), რომლებიც იღებენ მითითებებს კონტროლერისგან და უშუალოდ ასრულებენ დავალებებს სახლის გარშემო.