როგორ შევუხამოთ ჭაღი ინტერიერს?

როგორ შევუხამოთ ჭაღი ინტერიერს?

ითვლება, რომ ჭაღები მოდიდან გადავიდა და ახლა ჯერი ჩაშენებულ ნათურებზეა. თუმცა, ეს არ არის სიმართლე. ჭაღი ოთახის საბოლოო სტილს აყალიბებს და ის იგივეა, რაც სამკაული ქალისთვის. ვიზუალური მხარის გარდა, ჭაღი უნდა შეარჩიოთ განათების არეალის, სიმაღლის, ზომისა და იმის მიხედვით, თუ როგორ ჯდება ის ინტერიერში. როგორ ავირჩიოთ შესაფერისი განათება ოთახების დანიშნულების მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოთახში სინათლის სხვა წყაროცაა, საბოლოო ტონს მაინც ჭაღი ქმნის. განათება დამოკიდებულია ნათურის სიმძლავრესა და იმაზე, თუ როგორ ფარავს მას ჭაღის გარსი. სტანდარტული ზომის ოთახებისთვის შესაფერისია შემდეგი სიმძლავრის ნათურები აბაზანა 4-6 კვ. მ – 80-100 ვტ; სამზარეულო 7-10 კვ. მ – 120-150 ვტ; მისაღები ოთახი 15 კვ. მ – 200-300 ვტ; საძინებელი 6-9 კვ. მ – 100 ვტ. როგორ შევარჩიოთ ჭაღი ოთახის ფართობიდან და ჭერის სიმაღლიდან გამომდინარე ჭაღის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ოთახის ზომებს. ჭაღი არ უნდა იყოს ძალიან პატარა და შეუმჩნეველი. ამავდროულად, ძალიან დიდმა ჭაღმა შეიძლება გადატვირთოს ინტერიერი. გავრცელებული შეცდომაა დაბალი ჭერისთვის მოცულობითი ჭაღების არჩევა. არსებობს ფორმულა, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭაღის ოპტიმალური დიამეტრის გამოსათვლელად ოთახის სიგანე მეტრებში + ოთახის სიგრძე მეტრებში x 10 = ჭაღის დიამეტრი სანტიმეტრებში. მაგალითად, თუ ოთახის სიგანე 4 მეტრია, სიგრძე კი 6 მ, მაშინ ჭაღის დიამეტრი უნდა იყოს 100 სმ. ასევე მნიშვნელოვანია ჭერის სიმაღლის გათვალისწინება, რის მიხედვითაც, უნდა შეირჩეს საკიდიანი ჭაღი, ან ჭერზე მიდგმული მოდელი. 2023 წლის ტენდენციები ასე გამოიყურება: მინიმალისტური დიზაინი რბილი და გლუვი ფორმები ბუნებრივი მასალები და ეკოლოგიურობა მასალად რატანის გამოყენება გეომეტრიული და სფერული ფორმები ტექნოლოგიური ნათურები დამატებითი დეკორატიული განათება საწოლის ნათურები რეტრო სტილი წარსულის ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია