როგორ შევქმნათ სახლში საახალწლო განწყობა

როგორ შევქმნათ სახლში საახალწლო განწყობა

ახალი წლის განწყობას განსაკუთრებული ატმოსფერო უხდება როგორც ქუჩებში, ისე სახლში. ამიტომ არის საახალწლო სათამაშოებისა და მორთულობების ინდუსქტრია ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი. ყოველწლიურად, ადამიანები ყიდულობენ ნაძვებს,  სათამაშოებს და განათებებს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ახალი წლის დასაწყისს რაც შეიძლება ბედნიერები, ლაღები და სიახლეების მოლოდინით შეხვდნენ ლამაზად მორთულ სახლებში. ჩვენ საახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე რჩევას მოგცემთ: აირჩიეთ ფერები წინასწარ იფიქრეთ, რომელ ფერებში გადაწყვეტთ საახალწლო გაფორმებას – იქნება ეს ტრადიციული წითელი, თუ თეთრი ფერები. ან იქნებ, ჭრელი გაფორმება გირჩევნიათ? რაზეც არ უნდა გააკეთოთ არჩევანი, წინასწარ უნდა გქონდეთ წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს შედეგი. ჩვენ გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ სამზე მეტი ფერი. აირჩიეთ ერთი დომინანტური ჩრდილი და ორი აქცენტი. ამ შემთხვევაში, ინტერიერი ჰარმონიულად იქნება გაფორმებული. ინტერიერის მორთვა მორთვა სჭირდება არამარტო ნაძვს, არამედ იმ ინტერიერსაც, რომელიც მთელი წლის განმავლობაშია თქვენს სახლში. ამისთვის დაგჭირდებათ: წითელი ფერის პლედი; ბალიშის პირი საახალწლო მორთულობით ; ოქროსფერი ან წითელი ფარდა. ასევე, შეგიძლიათ ვაზებში ჩააწყოთ ახალი წლის სათამაშოები, გირჩები დაგანათებები, რითაც ჭურჭელსაც საახალწლო დეკორად აქცევთ. აირჩიეთ განათება გირლიანდები და საახალწლო ფარნები ტრადიციული გადაწყვეტაა. ეცადეთ, განათება იყოს თბილ ფერებში, რომელიც ოთახში სიმყუდროვეს შექმნის. მოერიდეთ მუსიკალურ და ფერადად მოციმციმე გირლიანდებს – ისინი უკვე დიდი ხანია აღარ ითველბა ტენდენციურად. რაც მთავარია, მორთეთ ნაძვის ხე გაითვალისწინეთ, რომ ხის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ფართობს და ჭერის სიმაღლეს. აირჩიეთ ავეჯზე მაღალი ხე ან მოათავსეთ ის ხის მორსა თუ ქოთანში. ნაძვის ხის დეკორაციები უნდა შეესაბამებოდეს ოთახის საერთო მორთულობას. თუ ბუხარი გაქვთ, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის თქვენი სახლის ინტერიერს ბუხრის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორებიცაა ნაძვის წიწვები და გირჩები. ასევე, შემოაყოლეთ ბუხრის კონსტუქციას განათებები.