როგორ შევარჩიოთ სარკე ოთახის ინტერიერისთვის

როგორ შევარჩიოთ სარკე ოთახის ინტერიერისთვის

სარკე ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ყველა სახლში  გვხვდება – სარკის გარეშე ძნელი წარმოსადგენია აბაზანა, დერეფანი ამ საძინებელი ოთახი. გარდა ამისა, სარკეები სულ უფრო ხშირად გამოიყენება მისაღებ და სხვა ოთახებშიც. როგორც წესი, სარკე რემონტის დასრულების შემდეგ, ინტერიერის გაფორმებისას მონტაჟდება. ზოგიერთი ადამიანი ამ აქსესუარს წინასწარ, ინტერიერის პროექტის შემუშავების დროს ირჩევს, ზოგი კი ამას ბოლოს აკეთებს. ორივე შემთხვევაში აუცილებელია არჩევანს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგეთ, რადგან სწორად შერჩეული სარკე არა მხოლოდ შესანიშნავად მოერგება ინტერიერს, არამედ მრავალი წლის განმავლობაში გემსახურებათ. ამ სტატიაში მოგცევთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სარკე ისე, რომ ბუნებრივად ჩაჯდეს ოთახის ინტერიერში და თან, ფუნქციურიც იყოს. რისთვის გამოიყენება სარკე და სად უნდა დავდგათ ის? სარკეები შეიძლება იყოს როგორც ფუნქციური, ისე დეკორატიული. ამას გარდა, არსებობს ადგილები, სადაც როგორც წესი, სარკე აუცილებელია. ასეთია დერეფანი, რადგან სახლიდან გასვლამდე თვალი შევავლოთ საკუთარ გამოსახულებას. ასევე მნიშვნელოვანია, საძინებელ და სააბაზანო ოთახებში გვქონდეს თუნდაც პატარა ზომის სარკე. რაც შეეხება სხვა ოთახებს, შესაძლოა სარკის განთავსება მხოლოდ დეკორატიულ დატვირთვას ატარებდეს. ასეთ დროს, კიდევ უფრო დიდი ყურადღება ექცევა სარკის დიზაინს. როგორც წესი, სარკეს რაიმე ნივთის თავზე კიდებენ. ესენია რბილი ავეჯი, მაგიდა ან ნიჟარა. როგორ ავირჩიოთ სარკე? სარკის არჩევისას  ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ავეჯის ზომას, რომლის თავზეც ვაპირებთ მის ჩამოკიდებას. ხოლო თუ გაბარიტულ სარკეს ვდგამთ ოთახში, კარგად უნდა შევარჩიოთ თავისუფალი სივრცე. სარკე სააბაზანოსთვის როგორც წესი, სააბაზანოს სარგის ფორმა იმეორებს დეკორის ფორმას. თუ დეკორი ჰორიზონტალურია, სარკეც იმავე ფორმას უნდა იმეორებდეს, ხოლო თუ ვერტიკალური, დეკორს სარკეც ამავე ფორმის მოუხდება. სარკე შემოსასვლელი ოთახისთვის შემოსასვლელი დერეფნისთვის უმჯობესია გრძელი სარკის არჩევა, რომ გარეთ გასვლამდე, მთელი თავის შეთვალიერება შეძლოთ. როგორი სარკე შევარჩიოთ საძინებელი ოთახისთვის? საძინებელ ოთახში როგორც წესი, მრგვალი ან ოვალური ზომის სარკეს დებენ. თუმცა ასევე, ხშირია შემთხვევბი, როცა გარდერობს ან კედელს ფარავენ სარკით. როგორ შევარჩიოთ სარკე დეკორისთვის დეკორატიული სარკის შერჩევისას კი პრაქტიკულობაზე მეტად, ვიზუალურ მხარეს ვითვალისწინებთ. აქ კი ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.