როგორ შევარჩიოთ ოთახის ფერები

როგორ შევარჩიოთ ოთახის ფერები

ფერი – ეს არის მთავარი ასპექტი, რომელიც ოთახის მთელს ხასიათს განსაზღვრავს. ამიტომ, მისი შერჩევა განსაკუთრებული დაკვირვებით არის საჭირო. არსებობს ფაქტორები, რომლებიც ფერების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ: ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარდერობს ოთახის ფერის არჩევისას გარდერობი შეიძლება თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს – ჩვენ ხომ იმ ფერის სამოსს ვიცვამთ ყველაზე ხშირად, რომელიც ჩვენს ხასიათზე ყველაზე უკეთ მოქმედებს? ამიტომ, შესაძლოა სწორედ ის ფერი შეეფერებოდეს თქვენი სახლის კედლებს, რომელშიც თქვენვე გრძნობთ ყველაზე უკეთ თავს. მიმართეთ „სამი ფერის წესს“ დაგაბნიათ ფერთა დიდმა არჩევანმა? არსებობს სამი ფერის ოქროს წესი: აირჩიეთ სამი ტონი და გაიმეორეთ ისინი დიზაინის სხვადასხვა ელემენტებში გახსოვდეთ 60/30/10 თანაფარდობა ფერების თანაფარდობა სივრცეში უნდა შეესაბამებოდეს ფორმულას 60/30/10, რომელშიც 60% უნდა იყოს დომინანტური ფერი, 30% უნდა იყოს მეორადი ფერი, 10% კი ფერი აქცენტებისთვის. როგორც წესი, დომინანტური ფერი კედლებია, მეორეხარისხოვანი – ავეჯი, აქცენტისთვის კი აქსესუარები და დეკორატიული ნივთები გამოიყენება. დაიცავით ბალანსი ცივ და თბილ ტონებში ჰარმონიული ინტერიერი ყოველთვის აერთიანებს თბილ და ცივ ფერებს. დომინანტ თბილ ფერს უნდა დაემატოს ორი ცივი ტონები და პირიქით, ცივი ფერი უნდა დაბალანსდეს მზიანი თბილი შეფერილობით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მასალას და ტექსტურას აქვს ფერი ხის იატაკი, აგურის კედელი, მოოქროვილი სარკის ჩარჩო – ეს ყველაფერი ფერებისგან შედგება და მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია ავეჯის შერჩევისას თუ კედლების გადაღებვისას.