როგორ შევარჩიოთ იდეალური მაგიდა სახლისთვის

როგორ შევარჩიოთ იდეალური მაგიდა სახლისთვის

სახლის მოწყობისას, მაგიდის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ის კომფორტის შემქნის ერთ-ერთი საშუალებაა. მაგიდის შერჩევისას, ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ჩვენი რამდენიმე რჩევა, არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. სასადილო მაგიდები უნდა შეარჩიოთ ფორმის მიხედვით: ოთხკუთხა მაგიდა 80*80 სმ-იანი მაგიდა კომპაქტურობით გამოირჩევა, რაც იდეალურია პატარა ზომის სამზარეულოსთვის. კვადრატული მოდელების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ მათი სივრცეში განთავსება ადვილია – შეგიძლიათ მიადგათ კედელს, ან მოათავსოთ კუთხეში. ეს, სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ. მართკუთხა მაგიდა ასეთი ფორმის მაგიდა იდეალურია ყვავილების და დეკორატიული ნივთების მოსათავსებლად. თანაც, ის თითქმის ნებისმიერ ინტერიერში ბუნებრივად ჯდება და უფრო მეტ სტუმარს იტევს, ვიდრე ოთხკუთხა და მრგვალი მაგიდა. მრგვალი ფორმის მაგიდა თუ თქვენს ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანი არ ცხოვრობს, შეგიძლიათ მრგვალი მოდელი შეარჩიოთ. ოვალური მაგიდა მრგვალი მოდელების მსგავსად, ოვალური მაგიდები იდეალურად ჯდება დიდი ზომის მისაღებ ოთახში. ოჯახის თითოეული წევრი, რომელიც ოვალურ სასადილო მაგიდასთან ზის, დაახლოებით 70-80 სმ თავისუფალ სივრცეს იღებს. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გონივრული იქნება ამ მოდელის არჩევა, რადგან კუთხის არარსებობა ამცირებს ტრავმის რისკს. სამკუთხა მაგიდა სამკუთხა მოდელები შედარებით ნაკლებას არის გავცელებული, რადგან ნაკლებ ადამიანს იტევს. თუმცა, ის თავისი ორიგინალობით იქცევს ყურადღებას. თუ თქვენც გსურთ, თანამედროვე და ფუტურისტული შტრიხები შეიტანოთ ინტერიერში, სამკუთხა მოდელის არჩევას გირჩევთ. გასაშლელი მაგიდა ხოლო თუ თქვენი ოჯახი სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა, გასაშლელ მაგიდა საუკეთესო ვარიანტია.