როგორ სახლში ცხოვრობს ქეთა თოფურია

როგორ სახლში ცხოვრობს ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას სახლი თანამედროვე ინტერიერული ტენდენციებისა და საკმაოდ ორიგინალური სტილის ნაზავია. მისი შემქმნელი ინტერიერის დიზაინერი ლელა ქავთარაძეა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ქეთა ამბობს, რომ უნდოდა, ჰქონოდა თანამედროვე ინტერიერი, რომელიც რაღაცით სასტუმროს აპარტამენტებს მოაგონებდა. უნიკალური სტილი უკვე დერეფანში ჩანს, სადაც ბევრი ორიგინალური დეტალია, დეკორატიული პანელები, სტუდიოს ტიპის მისაღები, სადაც სასადილო, სასტუმრო ოთახები და სამზარეულო გაერთიანებულია. ავეჯიც და დეკორის ნივთებიც ექსკლუზიურია, მაგალითად, იტალიური სამზარეულოს გარნიტური, ასევე იტალიური ბარის სკამები და განათება. კედლებზეც ექსკლუზიური ნივთები კიდია. მაგალითად, პარიზში შეძენილი მეტალის კომპოზიცია. ქეთა თოფურიას სახლი საძინებელიც ორიგინალურია – ჯერ გარდერობის ოთახში აღმოჩნდებით, და მხოლოდ შემდეგ საძილე ზონაში. ესეც დიზაინერის იდეაა, რომელსაც ქეთაც დაეთანხმა. აღსანიშნავია, რომ ეს სახლი ქეთამ ჯერ კიდევ დაოჯახებამდე შეიძინა და 2012 წლიდან ცხოვრობდა იქ. სავარაუდოდ, ახლაც დროის დიდ ნაწილს აქ ატარებს. დანარჩენი ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ. მისაღების დიზაინი სამზარეულოს დიზაინი საძინებელი სამზარეულო ქეთა თოფურია გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..ა სევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თეგები: ინტერიერის დიზაინერი, სახლის ორიგინალური სტილი, სახლის ორიგინალური სტილი,