როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი – “მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული”

სახ­ლი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს, ვა­კის პარკს გა­დაჰ­ყუ­რებს. სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან მისი დე­დის, ასე­ვე ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის მა­რი­ნე თბი­ლე­ლის მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაა. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სი 1957 წელს აშენ­და, 4 წე­ლი­წად­ში კი ბაია და­ი­ბა­და და მას შემ­დეგ იქ ცხოვ­რობს. მსა­ხი­ო­ბის სახ­ლის ზღრუბ­ლზე მი­სუ­ლებს, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ვხვდა, პეპ­ლე­ბით სავ­სე კარი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, პეპ­ლე­ბის ის­ტო­რი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი პე­პე­ლა ბა­ი­ას მა­შინ მი­უკ­რავს კარ­ზე, როცა მისი შვი­ლი მაკ­რი­ნე სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და, იფიქ­რა, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბულს გა­ა­ხა­რებ­და და კარი გა­ა­ფორ­მა. მას შემ­დეგ უამ­რავ­მა პე­პე­ლამ „და­ი­დო ბინა“ კარ­ზე და ამ­ვლელ-ჩამ­ვლელ­სა თუ სტუმ­რად მი­სულ ადა­მი­ანს კა­რი­დან­ვე პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას უქ­მნის. რო­გორც კი შინ შეხ­ვალთ და თვალს მო­ავ­ლებთ ინ­ტე­რი­ერს, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბით, რომ აქ დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მო­სა­ყოლ-გა­სახ­სე­ნე­ბე­ლიც ბევ­რი აქვთ. ბაია დვალიშვილი ძველი სახლი ძველი სახლის რემონტი სახლის განახლება ანტიკვარიატი მისაღები ოთახი