როგორ სახლში ცხოვრობენ აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე - სტუმრად ტელეწამყვანებთან

როგორ სახლში ცხოვრობენ აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე – სტუმრად ტელეწამყვანებთან

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ. წყვილმა საკუთარი საცხოვრებელი თავად მოაწყო. ინტერიერის ძირითადი ფერი თეთრია, რაც ბინაში შემოჭრილ უხვ მზის სხივებს და სინათლეს კიდევ უფრო ამძაფრებს. როგორც აჩიკო გვიამბობს, სარემონტო სამუშაოებში ნუცა უფრო აქტიურად იყო ჩართული, თუმცა ინტერიერის დაგეგმვის პროცესში ორივე თანაბრად მონაწილეობდა. – სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. ბინა, სადაც ახლა ვიმყოფებით, დაახლოებით ხუთი წლის წინ შევიძინეთ. მე თავად ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა. აქ როცა შემოვედი, მივხვდი, რომ ეს არის სახლი, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდი – აივანზე რომ გამოვდივარ, წინ არც ერთი კორპუსი არ დგას და სივრცე იშლება. თბილისში ხედი თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ აქ სივრცე მაქვს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს ბინა გვეყიდა. თან, ქალაქის ცენტრშია, სამსახურთან ახლოს ვარ და რაც მთავარია, არ არის ხმაურიანი უბანი. მისაღები ოთახი კიბე სახლში საძინებელი ოთახი მისაღების დიზაინი წყარო: shin.ge