როგორ მოვრთოთ მაგიდა სადღესასწაულოდ? – 5 მარტივი იდეა

როგორ მოვრთოთ მაგიდა სადღესასწაულოდ? – 5 მარტივი იდეა

სახლში წვეულების მოწყობა გადაწყვიტეთ და სუფრის განსაკუთრებულად გაფორმება გსურთ? ამისთვის მრავალი გზა არსებობს, დეკორატიულ ელემენტებად კი ყველა დიასახლისისთვის ხელმისაწვდომი ნივთების გამოყენება შეგიძლიათ. ამ სტატიაში 5 მარტივ იდეას გთავაზობთ, რომელთა განხორციელებაც თქვენს სუფრას დაუვიწყარ იერსახეს მისცემს: შეუცვალეთ ბოკლებს დანიშნულება როცა საქმე სუფრის მორთვას ეხება, ღვინის ჭიქები ფანტაზიის უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევთ. ისინი შეგიძლიათ აქციოთ ხელსაცოხების ჩასადებად, ორიგინალურ სასანთლედ, საყვავილედ ან დეკორატიული ნივთების სათავსოდ. შეურჩიეთ სუფრას ტექსტილი ბევრს ვერ წარმოუდგენია სადღესასწაულო ვახშამი მაგიდის კიდეებიდან ტალღებად ჩამოშვებული სუფრის გარეშე. თუმცა, ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა სუფრის ტექსტილით გაფორმების უფრო მარტივი, მაგრამ არანაკლებ დახვეწილი გზები. გამოიყენეთ „ბუნების საჩუქრები“ შემოდგომა იდეალური პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი სუფრა ხილითა და გამხმარი მცენარეებით მორთოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს შეგიძლიათ დანა-ჩანგლის მოსარჩავად უამრავი დეტალი გამოიყენოთ – ერთი შეხედვით, ყველაზე უცნაურიც, როგორებიცაა ნოტების ფურცელი, ბაწარი თუ ბაბთა. ასევე არ დაივიწყოთ ცოცხალი ყვავილები, რომელიც სუფრას სურნელოვან და დახვეწილ იერსახეს ანიჭებს.