როგორ მოვაწყოთ სახლში მინი-ბარი?

როგორ მოვაწყოთ სახლში მინი-ბარი?

ზოგჯერ, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით, განსატვირთად და დასალევად სახლიდან გასვლა შეიძლება დაგეზაროთ, მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრება, თუ სახლშივე გაქვთ მინი ბარი მოწყობილი. ბევრისთვის, ეს დიდ დანახარჯებთან ასოცირდება, თუმცა თუ ყველაფერს კარგად გათვლით, შეგიძლიათ საკმაოდ მწირ ბიუჯეტშიც ჩაეტიოთ.
ამ ბარის მოსაწყობად კედელში საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის ჩაშენება საკმარისი იქნება. შიგნიდან კი შეგიძლიათ, ის თქვენი გემოვნებით მოაწყოთ, დაუყენოთ განათება და ჭიქის საკიდები.
მინი ბარი ხოლო თუ სასმელს უფრო პატარა სივრცეს დაუთმობთ, მრავალი დიზაინისა და ფორმის ბარის მაგიდების არჩევანი არსებობს, რომლებსაც თქვენს ინტერიერს შეუხამენთ. მინი ბარი სახლში ახალგაზრდებისთვის უფრო შესაფერისი ვარიანტია პატარა ღია ტუმბო, რომლის ზემოთაც შეგიძლიათ დაფა დაკიდოთ და მეგობრებს სახალისო გზავნლები დაახვედროთ. mini bars mowyoba ანტიკვარიატის მოყვარულები კი მეორადი ნივთების ბაზრობებზე შესაძლოა ასეთ მასიურ, მოჩუქურთმებულ და იშვიათ ბარს წააწყდეთ, რომელიც თქვენს სახლში ნამდვილად განსაკუთრებულ ხასიათს შემოიტანს. antikvaruli karada ხოლო თუ სახლის ფართში შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ სასმლის შესანახს მთელი კედელი დაუთმოთ და დახლითა და სკამებით იქაურობა კიდევ უფრო დაამსგავსოთ ნამდვილბარს. როგორ მოვაწყოთ მინი ბარი