როგორ მოვაწყოთ სახლი ბორბლებზე

როგორ მოვაწყოთ სახლი ბორბლებზე

ფურგონის სახლად გადაკეთება სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი საშუალებით, შეგიძლიათ ისე იმოგზაუროთ, რომ ღამის გასათევზე ფიქრი არ დაგჭირდეთ. თუმცა, მსგავსი ინტერიერის მოწყობისას ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. თუ თქვენც ფიქრობთ ბორბლებიანი სახლის მოწყობაზე, თქვენთვის 10 ძირითად რჩევას მოვუყარეთ თავი, რაც თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ: ნუ შექმნით ზედმეტად რთულ პროექტს როდესაც მოგზაურობას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ ზედმეტად რთული მოწყობილობები სულაც არ არის საჭირო. თქვენს მანქანას შემატეთ მხოლოდ ისეთი ფუნქციები, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორი ტიპის მოგზაურობაში წახვალთ თქვენს ავტომობილს სრულყოფილებამდე ვერ მიიყვანთ ყველა ტიპის მოგზაურობისთვის. ამიტომ, წინასწარ განსაზღვრეთ, უფრო მეტად ქალაქებში გადაადგილდებით თუ მთაში. გაამრავლეთ თქვენი ბიუჯეტი სულ მცირე ორზე გაითვალისწინეთ, რომ ბორბლებიანი სახლის მოწყობის პროცესში ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გექნებათ, რადგან საქმე ეხება ავტომობილის ადაპტაციას სახლთან. ამიტომ, თქვენ მოგიწევთ როგორც ავტომობილზე, ისე სახლის მოწყობაზე ზრუნვა. არ დაზოგოთ თანხა ხელსაწყოებში ხარისხიანი ხელსაწყოები საქმეს გაგიადვილებთ. ამიტომ, ეცადეთ, ყველანაირი ხელსაწყო მოიმარაგოთ, რომელიც შეიძლება პროცესში დაგჭირდეთ. წინასწარ გათვალეთ სათავსოებისთვის ადგილი გაითვალისწინეთ, რომ ბორბლებიანი სახლით მოგზაურობა დროში იწელება, ამიტომ, ბევრი რამ დაგჭირდებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად აითვისოთ სივრცეები სათავსოების მოსაწყობად. განეწყვეთ იმისთვის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია თუ საქმე გქონიათ ავეჯის წარმოებასთან, მშენებლობასთან, ელექტრო სამუშაოებთან და ა.შ. მაშინ, სავარაუდოდ, თქვენთვის სიახლე არ იქნება, რომ წინ დიდი გზა გაქვთ და თუ მოგზაურობას ერთ თვეში გეგმავთ, დიდი ალბათობით თარიღის გადაწევა მოგიწევთ. იზრუნეთ შიდასივრცის დიზაინზე გაითვალისწინეთ, რომ ეს იქნება თქვენი ღამის გასათევი, სამზარეულო, მოსასვენებელი და ყველანაირი სივრცე, რაც სახლში გჭირდებათ. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, ინტერიერი კომფორტულად და ლამაზად მოაწყოთ. აკონტროლეთ სახლის წონა გაითვალისწინეთ, რომ ამ სახლმა უნდა იმოძრაოს, ამიტომ, ის არ უნდა აჭარბებდეს იმ წონას, რომელსაც ბორბლები გაუძლებს.