როგორ მოვაწყოთ პატარა ზომის სახლი თანამედროვედ და ოპტიმალურად

როგორ მოვაწყოთ პატარა ზომის სახლი თანამედროვედ და ოპტიმალურად

როდესაც საქმე პატარა ზომის სახლის დიზაინს ეხება, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გავთვალოთ, რომ სივრცეები ოპრიმალურად ავითვისოთ და თან, კომფორტული გარემო შევქმნათ. სამზარეულო გირჩევთ, კომპაქტური სასადილო მოაწყოთ, სადაც სათავსოც იქნება გათვალისწინებული. ყურადღებით შეარჩიეთ დივანი, რომელიც კომპაქტური უნდა იყოს. ხოლო თუ სივრცეში ძალიან შეზღუდული ხართ, მაგიდას და სკამებს დასჯერდით. სამზარეულოში მაქსიმალურად აითვისეთ ყველა თავისუფალი სივრცე – მაგალითად, მაგიდა და სკამები კედელს მიადგით. თუ სამზარეულოსთვის კუთხის სკამს შეარჩევთ, სივრცეს ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად აითვისებთ. მისაღები ოთახი სამზარეულოსთან გააერთიანეთ და კომფორტული სავარძელი შეარჩიეთ. საძინებელი – საწოლის ნაცვლად, შეარჩიეთ გასაშლელი დივანი საწოლის გვერდით კი პატარა მაგიდა და სკამი სამუშაო სივრცის, ან პარფიუმერიის კუთხის მოწყობაში დაგეხმარებათ.