როგორ მოვაპირკეთოთ სამზარეულო? - კერამიკული ფილების 5 ალტერნატივა

როგორ მოვაპირკეთოთ სამზარეულო? – კერამიკული ფილების 5 ალტერნატივა

ბევრს მიაჩნია, რომ სამზარეულოს კედლებისთვის საუკეთესო მასალა კერამიკული ფილები. ეს ლოგიკურია, რადგან მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო, სამზარეულოსთვის ბევრი სხვა მასალა არ გამოდგება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელეგანტური სამზარეულოს ინტერიერისთვის სხვა არჩევანი არ არსებობს. სტატიაში ნახავთ: როგორ მოვაპირკეთოთ სამზარეულო – ფილების შემცვლელი
მწარმოებლები ბევრ სხვა მასალას გვთავაზობენ, რომლებიც ასევე კარგად უძლებენ  სამზარეულოში არსებულ მკაცრ პირობებს. ჩვენ შევარჩიეთ 5 ვარიანტი, რომელიც  არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:
გამძლე საღებავი სამზარეულოს დიზაინი სამზარეულოს კედლების მოწესრიგების უმარტივესი გზა მათი შეღებვაა. წყალზე დამზადებული საღებავი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა – ამ ტიპის საფარი არ იწვევს ალერგიას, უსუნოა, სწრაფად შრება და რაც მთავარია, ძალიან მდგრადია ტენიანობის მიმართ.
რელიეფური თაბაშირი
რელიეფური თაბაშირი სამზარეულოს კედლების გასაფორმებლად კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია რელიეფური თაბაშირი. საღებავის მსგავსად, ის ხელს უწყობს ზედაპირის მცირე დეფექტების დამალვა და ასევე, ძნელია მისი დაზიანება. ამასთან, ის დიზაინის მხრივ დიდ გასაქანს იძლევა.
ორიგინალური ფილები
სამზარეულოს მოწყობა კერამიკული ფილები სამზარეულოს მოპირკეთების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად რჩება. თუ პატარა ბინა გაქვთ, პრიალა ზედაპირის ფილები ოთახს ზომაში ვიზუალურად გაზრდიან. დიდი ფილები კი უფრო დიდი ზომის ოთახებში გამოიყენება.
მოხატული კედლები
სამზარეულოს კედლები ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. თანამედროვე დიზაინში სულ უფრო პოპულარული ხდება მოხატული კედლები. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლური სტილი.
ბეტონის მკაცრი კედლები
სამზარეულო მუქ ფერებში იმის გარდა, რომ ბეტონი მდგრადია ცვალებადი ტემპერატურის მიმართ, ის ასევე დენდენციურ დეკორად ითვლება თანამედროვე დიზაინში. თეგები: როგორ მოვაპირკეთოთ სამზარეულო – ფილების შემცვლელი