როგორ გავწმინდოთ შეღებილი კედლები ისე, რომ არ დაზიანდეს

როგორ გავწმინდოთ შეღებილი კედლები ისე, რომ არ დაზიანდეს

რამდენადაც არ უნდა გაუფთხილდეთ ახლად შეღებილ კედლებს, მტვერი და ჭუჭყი ნელნელა გროვდება მათ ზედაპირზე. ამიტომ, ადრე თუ გვიან, მათი საფუძვლიანი გაწმენდა მოგიწევთ. სტატიაში ნახავთ: როგორ გავწმინდოთ შეღებილი კედლები ისე, რომ არ დაზიანდეს
ჩვენ გირჩევთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად:
რა დაგჭირდებათ ამისთვის?  კედლის წმენდა
  • მტვერსასრუტი რბილი ჯაგრისით;
  • წებოვანი ანტისტატიკური ტილო;
  • ვედრო;
  • მსუბუქი ნაჭრის საწმენდი;
  • ჭურჭლის სარეცხი სითხე;
  • საკვები სოდა;
  • ნაჭერი ან ხელსახოცი;
  • საღებავი დეფექტების ამოსავსებად;
  • პლასტიკური კონტეინერი საღებავისთვის;
  • საღებავი ლილვაკი;
  • საღებავი ფუნჯი.
მტვრის მოცილება
საღებავის ტიპის მიუხედავად, რეკომენდირებულია მტვრის რეგულარული მოცილება. ამიტომ, სანამ რეცხვას დაიწყებთ, გამოიყენეთ მტვერსასრუტი ჭერისა და კედლების გასწვრივ, ასევე, კედლები გაწმინდეთ სპეციალური წებოვანი ქსოვილით, რომელიც ძალიან ეფექტურად აშორებს მტვერს. კედლის მწენდა
კედლების რეცხვა
უმჯობესია, ამისთვის გამოიყენოთ წყლით და მცირე რაოდენობის სარეცხი საშუალებით დასველებული რბილი ქსოვილი ან ღრუბელი. მოხატული კედლები ჩამორეცხეთ ხელის მსუბუქი, წრიული მოძრაობით.
ამის შემდეგ, გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა, ნესტიანი ქსოვილით, რათა ამოიღოთ დარჩენილი საწმენდი საშუალება. კარგად გაწურეთ ქსოვილი, რადგან ზედმეტმა წყალმა შეიძლება დააზიანოს საღებავი.
და გაითვალისწინეთ, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს კედლების შეღებიდან სულ მცირე ორ კვირაში!
ლაქების მოცილება
კედლის წმენდა ლაქების მოსაცილებლად სცადეთ საცხობი სოდისა და წყლის კომბინაცია. ნაზად შეახილეთ ხსნარი პრობლემურ ზონას და შემდეგ ღრუბლით ჩამორეცხეთ. შემდეგ, ამ ადგილს რბილი ქსოვილი გადაუსვით.
ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად, როგორიცაა ცხიმი სამზარეულოს კედლებზე, გირჩევთ ჩვეულებრივი ჭურჭლის საპონის და თბილი წყლის გამოყენებას. მიჰყევით ეტიკეტის ინსტრუქციებს, რათა დარწმუნდეთ, რომ გამწმენდი არ დააზიანებს საღებს.
რჩევა: უმჯობესია წინასწარ შეამოწმოთ საწმენდი ხსნარი, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი არ დააზიანებს საღებავის ფენას. ტესტისთვის შეარჩიეთ კედელზე შეუმჩნეველი ადგილი (მაგალითად, სურათის უკან). თუ გაშრობის შემდეგ საღებავი არ დაზიანდა, ესე იგი, ეს საშუალება უსაფრთხოა.
დეფექტების მოშორება
მალიარი ზოგჯერ, საღებავის ფენის ნაკაწრებისა და სხვა დეფექტების გამო, კედლები შეღებვას საჭიროებენ. სცადეთ, ლოკალურად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა. თუ გენერალური გაღებვისას გამოყენებული საღებავი დარჩა, უმჯობესია ის გამოიყენოთ, ხოლო თუ არა,  მაშინ ყიდვისას დარწმუნდით, რომ ახალ საღებავს ზუსტად იგივე ფერი და სიპრიალის დონე აქვს.
თუ კედლები როლერით გაქვთ მოხატული, ისევ ის გამოიყენეთ, ხოლო თუ ფუნჯით, იგივე მასალა გამოიყენეთ.
წაუსვით მცირე რაოდენობით საღებავი პრობლემურ ადგილს და ფრთხილად გადაუსვით როლერი ან ფუნჯი ზედაპირის გასასწორებლად.