როგორ გავაფორმოთ ფანჯრები საახალწლოდ

როგორ გავაფორმოთ ფანჯრები საახალწლოდ

საახალწლო განწყობა ოთახის ყოველ წერტილში უნდა იგრძნობოდეს. ფანჯრები კი ის ადგილია, რომელიც იმპროვიზაციისთვის დიდ გასაქანს მოგცემთ. არჩევანი თქვენზეა –  შეღებეთ შუშა, წებოთი დააკარით ფიფქები ან ფანჯარა გირლანდით დაამშვენეთ. იმისათვის, რომ ფანჯრები შიგნიდან და გარედან სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეს, დაამატეთ განათება. ასევე ეფექტური იქნება, თუ საახალწლო მორთულობას ფარდებზეც გადაიტანთ. ასევე, განსაკუთრებულ დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ სრლყოფილ ფიგურებზე, რადგან ფანჯრის მორთულობის ხიბლი იმაშია, რომ მარტივი მონახაზებიც ლამაზად გამოიყურება. ხოლო თუ დრო არ გყოფნით, იყიდეთ ან გამოიწერეთ საახალწლო თემატიკის სტიკერები. გახსოვდეთ – მთავარია, ოთახში საახალწლო განწყობა ტრიალებდეს! ჩვენ რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ, რაც ფანჯრის სადღესასწაულოდ მორთვაში დაგეხმარებათ. როგორ მოვხატოთ ფანჯრები აიღეთ კბილის პასტა, წყალი და ფუნჯი. კბილის პასტა გააზავეთ წყალში ისე, რომ საღებავის სისქის მასა მიიღოთ. შემდეგ, ფუნჯით დაიწყეთ სასურველი ფიგურების ხატვა მინაზე. როგორ მივაკრათ ფანჯრებს ფიფქები ცვილის საცხობზე დახატეთ ფიქები. გადაიტანეთ ფორმაზე ვიტრაჟის საღებავი, შემდეგ, დააყარეთ მას ბრჭყვიალები და მიაკარით ფანჯარას. ჩამოკიდეთ შტორებზე ფიგურები თუ ფანჯრების მოხატვა არ გსურთ, შეგიძლიათ შტორებზე ფიგურები ჩამოკიდოთ – გამოჭერით კარდონი, დააკარით ამავე ფორმის ბრჭყვიალა ქაღალდი. მორთეთ რაფები ფანჯრის რაფების მორთვა შეგიძლიათ ნაძვის ტოტებით და გირჩებით. და ბოლოს, ფანჯრებს უბრალო განათებაც კი გაახალისებს და გამოაცოცხლებს