როგორ გავაფორმოთ მოგიდის სანათები სახლის პირობებში

როგორ გავაფორმოთ მოგიდის სანათები სახლის პირობებში

სახლის განათების დიზაინი არა მხოლოდ ინტერიერის დეკორაციისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან თვალების გადაღლა და განწყობის ცვლილება ხშირად, სწორედ არასწორ განათებას უკავშირდება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, მაგიდის სანათებს არა მხოლოდ ესთეტიკური იერსახე, არამედ, დაბალანსებული სინათლე შესძინოთ: მოქსოვეთ მაგიდის სანათისთვის ფორმა ან შემოაკარით სანათს ტალღებად დაპრესილი ქაღალდი. შეგიძლიათ, მას გვერდით გამწვანებაც მიუდგათ, მეტი სიმყუდროვისთვის. ხოლო თუ მრგვალი ფორმის სანათი გაქვთ, მას შეიძლება ძველი რუკაც შემოაკრათ ორიგინალური დიზაინისთვის. თუ ხელსაქმე გეხერხებათ, მაგიდის სანათი შეგიძლიათ ბისერებითაც დაამშვენოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სანათის შექმნა სრულიად დამოუკიდებლად, თავადაც შეგიძლიათ. მაგალითისთვის, წიგნებისა და გალიის ამ კომბინაციას შემოგთავაზებთ.