როგორ გავაფორმოთ კედლები საკუთარი ხელით - საინტერესო დეკორის ვარიანტები

როგორ გავაფორმოთ კედლები საკუთარი ხელით – საინტერესო დეკორის ვარიანტები

ზოგჯერ, სახლში ცვლილებები გვინდება, რაც განწყობის ან გემოვნების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ყოველდღიურობა მოსაწყენი არ იყოს, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კედლების გადახალისებაა. ამის გაკეთება კი საკუთარი ძალებითაც შეგიძლიათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ: 1 – აიღეთ თხევადი წებო, მიადეთ ის კედლის ზედაპირს და სითხე გამოუშვით. გაიმეორეთ ეს მთელს კედელზე შემდეგ კი კედელს ბრჭყვიალა ფხვნილი შეაყარეთ შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით 2 – აიღეთ სარეცხის ღრუბელი დაასხით ფოლგაზე სასურველი ფერის საღებავი და ამოსვარეთ ღრუბელი მასში მიადეთ ის კედელს ისე, რომ აგურის მწკრივის იმიტაცია შექმნათ მსგავსი დეკორი, ბავშვის საძინებელში გამოგადგებათ 3 – ორი ჩოთქი დაამაგრეთ ხის ნაჭერს რიგრიგობით ჩაუწეთ ის სხვადასხვა ფერის საღებავში და გადაატარეთ კედელზე 4 – გალესეთ კედელი შემდეგ კი კოვზით წრიული მოძრაობით მაზე დაიტანეთ ფორმები შემდეგ კი კედელი სასურველ ფერზე გადაღებეთ.