როგორ განვაახლოთ ძველი სამზარეულო

როგორ განვაახლოთ ძველი სამზარეულო

თუ თქვენი სამზარეულო მოძველდა და მისი ახლით შეცვლა გსურთ, ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებამდე დაფიქრდით – თქვენივე სამზარეულოს განახლება ხომ არ სჯობს? თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, სულ რაღაც სამ დღეში თქვენი სამზარეულო ახალივით იქნება! რა დაგჭრდებათ ამისთვის? გამწმენდი საშუალება; პრაიმერი; საღებავი; სახეხი ქაღალდი; ქაღალდის სკოჩი. ფასადის მომზადება მოაშორეთ ავეჯს სახელურები; შემდეგ ჩამოფხიკეთ ფასადის ზედაპირი და მხოლოდ ამის შემდეგ წაუსვით პრაიმერი. როდესაც პრაიმერი გაშრება, შეამოწმეთ, ზედაპირი უთანასწორო ხომ არ არის. ამის შემდეგ, დაიწყეთ მისი გაღებვა სასურველი ფერის საღებავით. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ, მეორედაც გადაუსვით ფასადს საღებავი. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ – ძველი სამზარეულოს ნაცვლად, განახლებული სამზარეულო კი კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ.