როგორ გამოვათავისუფლოთ სახლში სივრცე ნივთების შესანახად

როგორ გამოვათავისუფლოთ სახლში სივრცე ნივთების შესანახად

თუ სახლში ნივთებს ვერ ატევთ, გადახედეთ უკვე მოწყობილ სათავსოს და კედლებს – იქნებ ისინი იმაზე მეტი სივრცის ათვისების საშუალებას გაძლევენ, ვიდრე თქვენ გგონიათ? ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ გამოათავისუფლოთ სახლში სივრცე ნივთების შესანახად. დაამატეთ თაროები თქვენს კარადებს როგორც წესი, თქვენს კარადაში მარტივად გამონახოთ სივრცე სივრცის უკეთ ასათვისებლად. დაამატეთ თაროები, რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტი ნივთის შესანახად გამოიყენოთ უკვე არსებული კონსტრუქცია და დამატებითი ადგილის გამოყოფა არ დაგჭირდეთ ახალი კარადებისთვის. გამოიყენეთ ვაკუუმი ჩანთები ვაკუუმური ჩანთები შესანიშნავი დამხმარეა, როცა სახლში სათავსოების ადგილი არ არის. მათი გამოყენება შესაძლებელია სეზონური ტანსაცმლის, საბნებისა და სხვა ქსოვილების შესაფუთად. აითვისეთ სივრცე თქვენი საწოლის ქვეშ თუ ისეთი მოდელის საწოლი გაქვთ, რომლის ქვეშ ცარიელი ადგილი რჩება, მის ქვეშ ბევრი რამის მოთავსებას შეძლებთ. მთავარია, გონივრულად დაგეგმოთ, რას როგორ შეინახავთ, რათა მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე და ნივთები დაიცვათ ჭუჭყისა და მტვრისგან, რომელიც საწოლის ქვეშ გროვდება. ამაში დაგეხმარებათ პლასტმასის კონტეინერები და მუყაოს ყუთები. გამოიყენეთ მაცივრის თავზე არსებული სივრცე ბევრ ადამიანს აქვს გამოუყენებელი ადგილი სამზარეულოში მაცივრის თავზე. თუმცა გაითვალისწინეთ – რეკომენდირებული არ არის საგნების პირდაპირ მაცივარზე განთავსება, რადგან სიმძიმემ შეიძლება დააზიანოს ზედაპირი, ან გააუარესოს ვენტილაციის პროცესი. ჯობს, მაცივრის თავზე კარადა ჩამოკიდოთ ან თაროები მოაწყოთ და ასე აითვისოთ ეს სივრცე. განათავსეთ საკიდები კედლებზე საკიდები შენახვის უნივერსალური მეთოდია, რომელიც ნებისმიერ ოთახის შეეფერება. მათი განთავსება შეგიძლიათ როგორც დერეფანში, ისე აბაზანასა და სამზარეულოში. დერეფანში შეგიძლიათ დაკიდოთ ტანსაცმელი ან ჩანთები, აბაზანაში საწმენდი აქსესუარები და შესანახი კალათები, სამზარეულოში კი ჭურჭელი, პირსახოცები და აქსესუარები.