როგორ გამოიხურება სახლი, რომელშიც ჯუნგლებია - მამაკაცი, რომელმაც ბინაში 200-მდე ეგზოტიკური მცენარე განათავსა და ამ მიზეზით ცოლი ძალიან გაანაწყენა

როგორ გამოიხურება სახლი, რომელშიც ჯუნგლებია – მამაკაცი, რომელმაც ბინაში 200-მდე ეგზოტიკური მცენარე განათავსა და ამ მიზეზით ცოლი ძალიან გაანაწყენა

34 წლის ჯონი ბალჩანდანი მცენარეების სიყვარულით ბაშვობიდანვე გამოირჩეოდა.მალვერნის მკვიდრი დღესდღეობით მარკეტოლოგად მუშაობს, თუმცა თავს ყოველთვის ფლორისტად მიიჩნევდა. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, უჩვეულო გარდაქმნები განეხორციელებინა, კერძოდ, რამდენიმე დღეში საკუთარი საცხოვრებელი სახლი საოცარ ორანჟერიად აქცია და სახლში ყვავილები მოიტანა.ამ ჩანაფიქრის განხორციელებას მამაკაცმა 6000 ფუნტი დაახარჯა. 200-მდე ეგზოტიკური მცენარე შეიძინა, რომელიც სახლის მთელ პერიმეტრზე განათავსა. ყვავილები და ხეები ამკობდა არა მარტო იატაკს, არამედ ავეჯსა და ინტერიერის სხვა ნივთებსაც. შედეგად კი მისაღებიდან სამზარეულოში გასასვლელად ჯუნგლების გავლაა საჭირო. სწორედ ეს მომენტი აბრკოლებდა ჯონის 33 წლის მეუღლე შარლოტს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქმრის გატაცებას.
ის ახლაც ამბობს, რომ მცენარეების ტოტები და ფოთლები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სახეში ეჩეხება, როდესაც საკუთარ სახლში გადაადგილებას ცდილობს.
თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა საყვარელი მეუღლის ამ უცნაურ გადაწყვეტილებას შეგუებოდა. სახლი ყვავილებით – ჩვენს სახლში გავლა იგივეა, რაც ჯუნგლებში გადაადგილება. ყოველდღიურად დაახლოებით 3 საათს მცენარეების მოვლას ვანდომებ. მცენარეები გვაძლევენ საშუალებას სახლში საკუთარ თავთან განვმარტოვდეთ, – ამბობს შარლოტა. სახლში ყვავილები
ჯონიმ აღიარა, რომ ადრე სოფელში ცხოვრობდა, სადაც მცენარეებთან ყოველდღიური შეხება ჰქონდა და ქალაქში მათ გარეშე ძალიან მოიწყინა. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ მშობლების გატაცება და დიდი სიამოვნებით თამაშობენ დამალობანას. მეგობრებსაც ხშირად ეპატიჟებიან და სახლის პირობებში ბუნებაში მშვენიერ დროსაც ატარებენ.