როგორ დავაპროექტოთ სახლი საკუთარი ძალებით

როგორ დავაპროექტოთ სახლი საკუთარი ძალებით

სახლის დაპროექტება არც თუ ისე რთული საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მზა პროექტისგან განსხვავებით, თქვენს მიერ დაპროექტებულ სახლში ყველა დეტალის გათვლა შეგიძლიათ, თუმცა, რამდენიმე აუცილებელი რჩევის გათვალისწინებამდე სახლის დაპროექტებას დამოუკიდებლად არ უნდა შეუდგეთ. რით დავიწყოთ? ვარიანტია დიდი ზომის გრაფიკული ქაღალდი. გაითვალისწინეთ მომავალი სახლის მდებარეობა და ლანდშაფტი. დაგეგმვისას არ დაგავიწყდეთ თქვენი სახლის მდებარეობა, კარდინალურ მიმართულებებთან შედარებით, ასევე რა სახის ლანდშაფტს დააკვირდებით ფანჯრებიდან. გაითვალისწინეთ, საიდან ამოდის მზე და საიდან იშლება საუკეთესო პეიზაჟი. შემდეგი ეტაპია შენობის ფორმის, სტრუქტურული მახასიათებლებისა და დიზაინის იდეა. აზომვები დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან შენობის სიმაღლე და სიგანე მათზე იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ოთახების რაოდენობაზე ფიქრი. თუ ერთზე მეტი სართულის აშენებას აპირებთ, არ გამოგრჩეთ კიბის გათვალისწინება. სახლის დაპროექტებისას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ ვინ იცხოვრებს მასში – მხოლოდ ახალგაზრდა ოჯახი თუ ასაკოვანი ადამიანებიც, რადგან ხანდაზმულების შემთხვევაში, სახლში სხვადასხვა დეტალის, მათ შორის, საფეხურების კიდევ უფრო დიდი ყურადღებით შერჩევაა საჭირო. საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა გქონდეთ სახლის ფასადის, სახურავისა და იატაკის გეგმა. არქიტექტურული და საინჟინრო საკითხები სახლების დაპროექტება  შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: კომუნალური ქსელების დაგეგმვა, ელექტრომიწოდება, გათბობა, ვენტილაცია და კანალიზაცია. ასევე, სურვილის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სახის უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟების საკითხი. სახლის პროექტის გენერალური გეგმის დასახატად, შეგიძლიათ სპეციალური კომპიუტერული პროგრამები გამოიყენოთ, როგორიცაა მაგალითად, AutoCAD, ArchiCAD და ArCon. მათი დახმარებით, თქვენი პროექტის აღქმა რეალისტური ვიზუალური ფორმით შეგეძლებათ.