რატომ უნდა ჰქონდეს მანსარდა ყველა საკუთარ სახლს?

რატომ უნდა ჰქონდეს მანსარდა ყველა საკუთარ სახლს?

ბევრი ფიქრობს, რომ სხვენი მხოლოდ აგარაკის სახლებში უნდა იყოს, ქალაქებში კი საკუთარ სახლებს ძირითადად ისეთი დიზაინით აშენებენ, რომ მანსარდისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი სახლების მფლობელები საკმაოდ ბევრს კარგავენ. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, თუმცა მანსარდა, სწორად ათვისების შემთხვევაში, შეიძლება სახლში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და კარგად ათვისებულ სივრცედ იქცეს. ამ სტატიაში წარმოგიდნენთ მანსარდების დადებით და უარყოფით მხარეებს: პლიუსები პირველ რიგში, მანსარდაში ფანჯრები სინათლის დიდ წყაროს წარმოადგენს, ამიტომ, აქ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ მუქი ფერები, რასაც შენობის ქვედა სართულებზე თავს აარიდებდით იმის შიშით, რომ ის მოქუფრულად წარმოაჩენდა ინტერიერს. სხვენი კრეატიულობისთის დიდ გასაქანს ქმნის, რადგან არასტანდარტული კედლების და ჭერი პირდაპირ „ყვირიან“, რომ რაღაც ახალი, ორიგინალური იდეების განხორციელებაა საჭირო. მანსარდაზე უფრო ადვილია ბუხრის მოწყობა. შედეგად, ძალიან მყუდრო მოსასვენებელ სივრცეს მიიღებთ, რომელიც ზამთარში, თქვენი ოჯახის თავშეყრისთვის საყვარელ ადგილად იქცევა. ამასთან, მანსარდა სივრცის შეგრძნების ულევ წყაროს გვთავაზობს.