რატომ ირჩევენ ფრანგულ კარებებს - პლიუსები და მინუსები

რატომ ირჩევენ ფრანგულ კარებებს – პლიუსები და მინუსები

თანამედროვე აპარტამენტებისა და საკუთარი სახლების ინტერიერის დიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგული კარებები, ისევე როგორც ფრანგული ფანჯრები რადგან ის სივრცის დაგეგმარებისას მის გაზრდას უზრუნველყოფს და შიდა დიზაინში ესთეტიკურ დატვირთვასაც ატარებს. რა არის ფრანგული კარი? ფრანგული კარი მინით დაფარული ხის კონსტრუქციაა, რომელიც ფართო და მაღალ ღიობში ყენდება. მას ზოგჯერ ოთხკუთხა ფორმა აქვს, ზოგჯერ კი მომრგვალებული. მსგავსი ტიპის კარებებში მინას მინიმუმ 80% ეთმობა. სტრუქტურულად, მინის ეს ფორმა შეიძლება შედგებოდეს ფართო და ვიწრო ზოლებისა და დიდი ფიქსირებული ბლოკებისგან. მინის ზომები და განლაგება ინტერიერის დიზაინერების გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. ფრანგული კარი
რამდენად ფუნქციურია ფრანგული კარი?
იქედან გამომდინარე, რომ ფრანგული კარის უდიდესი ნაწილი მინას ეთმობა, ის ნაკლებად დაცულია გარეგანი საფრთხეებისგან.
რატომ შეიქმნა ფრანგული კარი?
ფრანგული კარი შეიქმნა რამდენიმე მიზნის მისაღწევად – მაღალი სინათლის გამტარიანობა, პანორამული ხედები და ოთახებს შორის, გამყოფი. ის ასევე ხშირად გამოიყენება, როგორც ოთახის დიზაინის ელემენტი. ფრანგული კარებები
სად უნდა დამონტაჟდეს ფრანგული კარი?
ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს, მას ამონტაჟებენ როგორც შიდა ოთახებში, ისე აივნის, ტერასის ან ვერანტის გასასვლელზე. ფრანგული ფანჯრები
ფრანგული კარებები, პლიუსები
  • ინდივიდუალური დიზაინი;
  • სივრცის განცდა;
  • პანორამული ხედები;
  • ასრულებს ტიხარის ფუნქციას.
ფრანგული კარებები, მინუსები
  • ადვილად მსხვრევადია;
  • არ აკავებს ხმას;
  • აქვს თბოიზოლაციის დაბალი დონე;
  • არის რთული დასაინსტალირებელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: ფრანგული კარებები, ინტერიერის დიზაინი, სივრცის დაგეგმარება, შიდა დიზაინი, შიდა ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი