რატომ არის სახიფათო ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის ერთად მირთმევა?

რატომ არის სახიფათო ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის ერთად მირთმევა?

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა კომბინირებულად მირთმევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მიზეზებსაც აგიხსნით…
სტაფილო და ფორთოხალი სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი საკმაოდ პოპულარულ კომბინაციად მიიჩნევა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ სასმელმა შეიძლება კუჭის მჟავიანობის მომატება და ნაღვლის სადინარის ჭარბი რეფლექსები გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში სტაფილოსა და ფორთოხლის წვენების კოქტეილი შეიძლება თირკმელების დაზიანების მიზეზიც გახდეს. ანანასი და რძე ანანასი ბრომელაინით მდიდარი ხილია (ბრომელაინი ანანასის ნაყოფისგან მიღებული ბუნებრივი ფერმენტია, რომელიც გაანაწილებს და დაშლის მიღებულ საკვებს სასარგებლო ნივთიერებებად), ამიტომ მისი რძესთან ერთად მიღება არ შეიძლება. ასეთი კომბინაცია შეიძლება თავისა და მუცლის ტკივილის, გულის რევის, ინფექციებისა და დიარეის მიზეზი გახდეს, რაც, ბავშვების შემთხვევაში, განსაკუთრებით სახიფათოა. ლიმონი და პაპაია ამ ორი ხილის შერევამ შესაძლოა, ანემია და ჰემოგლობინის დონის პრობლემები გამოიწვიოს. ბანანი და გუავა ამ ორი ტროპიკული ხილის კომბინაციამ შეიძლება აციდოზი (ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა) და გაზების დაგროვება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ თავის ტკივილებით და გულისრევით მთავრდება. რძე და ფორთოხალი თუ შვრიის ფაფას ფორთოხლის წვენს აყოლებთ, ამის კეთება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ. მარცვლოვანის სახამებლისა და რძის კომბინაცია კუჭისთვის ძნელი გადასამუშავებელია და ადრე თუ გვიან, თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს. ხილი და ბოსტნეული არასოდეს მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ერთად. შაქრით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის კომბინაციას კუჭი ძნელად გადაამუშავებს და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელ სისტემაში დიდხანს ჩერდება. დუღილის დროს გამოყოფილი ტოქსინები იწვევს თავის ტკივილს, დიარეას, ინფექციებსა და მუცლის ტკივილს. კომბინირებულად შეგიძლიათ მიირთვათ: ხილის ტკბილი ჯიშები: ბანანი, ვაშლი, ქლიავი, საზამთრო და ნესვი. ხილის მჟავე ჯიშები: ლიმონი, ფორთოხალი, ყურძენი, კივი, გრეიპფრუტი. ნახევრად მჟავე ჯიშები: ჟოლო, მანგო, ვაშლი, მარწყვი ნეიტრალური გემოს მქონე ჯიშები, ანუ ხილი, რომელიც მეტ ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს: ავოკადო, ნუში, არაქისი, ნიგოზი და ქოქოსი.