რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

ნებისმიერი გამოცდილი ადამიანი გეტყვით, რომ რემონტის დაწყებამდე სპეციალური მომზადებაა საჭირო და საკმაოდ გრძელია სიაც კი არსებობს, რომელსაც იქამდე უნდა მიყვეთ, სანამ უშუალოდ საქმეზე გადახვალთ. ამ სტატიაში გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე: გაეცანით უახლეს ტენდენციებს სამშენებლო და ავეჯის მაღაზიების ასორტიმენტი მუდმივად ფართოვდება, ამ პროცესში კი, ბაზარზე შემოდის ახალი მასალები, იცვლება ტენდენციები და სარემონტო ტექნიკა. ამიტომ, მანამ კარ-ფანჯრებს, კარებებს და სანტექნიკას შეიძენთ და რემონტზე გადაერთვებით, გირჩევთ უახლეს ტენდენციებს გაეცნოთ. წინასწარ განსაზღვრეთ, რა მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი კაპიტალური რემონტი გჭირდებათ, თუ კოსმეტიკური სამუშაოებიც საკმარისი იქნება? ყველაფერს პროფესიონალ მშენებლებს ანდობთ, თუ გარკვეული სამუშაოს შესრულება თავადაც შეგიძლიათ? გეგმავთ თუ არა კედლების და იატაკის გასწორებას? იქნებ ორმაგი მინის ფანჯრები გირჩევნიათ, ან რადიოტორის შეცვლა და კონდიციონერის დაყენება გჭირდებათ? თუ რემონტის პროცესში მიხვალთ ამ რომელიმე დასკვნამდე, ამან შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს თქვენი გეგმები და უსიამოვნო კორექტირება მოახდინოს თქვენს ვადებსა და ბიუჯეტში. გაზომეთ შენობა წინასწარ გააკეთეთ გაზომვები – ეს სამშენებლო მასალების რაოდენობის გამოთვლაში, ბიუჯეტის დაგეგმვაში, ავეჯის შერჩევასა და მისი მოწყობის სქემის შექმნაში დაგეხმარებათ. გამოთვალეთ თქვენი ბიუჯეტი შეადგინეთ სავარაუდო ბიუჯეტი დაგეგმილი რემონტისთვის. ეს დაგეხმარებათ, გონივრულად გაანაწილოთ ხარჯები და იცოდეთ, სად და რა ფასებში შეიძინოთ თითოეული მასალა. 10-20%-ით მეტი კი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადადეთ. რაიმე ნებართვის აღება ხომ არ გჭირდებათ? მანამ, სანამ კედლებს მოანგრევთ, აბაზანას გააფართოვებთ ან აივანს დაამატებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ქმედებები ლეგალურია და ყველანაირი ნებართვა გაქვთ. შეარჩიეთ ინტერიერის სტილი თქვენ წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ მომავალი ინტერიერის სტილი. არჩეულმა სტილმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ავეჯის მოწყობაზე, ნათურების ადგილმდებარეობასა და დეკორაციის შერჩევაზე. იფიქრეთ ნივთების განლაგებაზე წინასწარ დახაზეთ ავეჯის მოწყობის გეგმა და მხოლოდ მისი გათვალისწინებითშეარჩიეთ ადგილები ჩამრთველების, ნათურების, მილების და მოსაპირკეთებელი მასალებისთვის. იზრუნეთ ავეჯზე რემონტის დროს ავეჯი მარტივად ზიანდება. ამიტომ, გადგით ის ცალკე ოთახში, ან შეფუთეთ ისე, რომ არ მოხვდეს საღებავი, მტვერი და მძიმე საგნები.