რა უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს მოწყობის პროცესში

რა უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს მოწყობის პროცესში

სამზარეულო ის ადგილია, რომელიც მოსახერხებელი, ფუნქციონალური და ვიზუალურად მიმზიდველი უნდა იყოს. როგორც წესი, სახლის რემონტისას შეცდომებს მას შემდეგ აღმოაჩენენ, როდესაც რამის გამოსწორება უკვე გვიანია, თუმცა თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, სამზარეულოს მოწყობაზე ფიქრი ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივი პროცესი გახდება. გააკეთეთ აზომვები სამზარეულოს ავეჯის არჩევისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ოთახის ზომა და ფორმა. იმისთვის, რომ სივრცეები მაქსიმალურად აითვისოთ, უნდა გათვალოთ ყველა დეტალი, მათ შორის, ფანჯრის რაფების სიმაღლე, კარების სიგანე, ჩამრთველების მდებარეობა და მრავალი სხვა დეტალი. ჩამოყალიბდით ზომებზე სამზარეულოს კომპლექტების ზომები შეირჩევა ოთახის ფართობიდან და მფლობელის საჭიროებიდან გამომდინარე. მათი სიგანე შეიძლება 60-დან 240 სმ-მდე მერყეობდეს, ან იყოს მეტიც. სიმაღლე კი საშუალოდ,  85 სმ-დან 95 სმ-მდე მერყეობს. ამას გარდა, გასათვალისწინებელია კარადების სიღრმე – როგორც წესი, ის 45 სმ-დან 60 სმ-მდეა. ზოგ მოდელს გამოსაწევი ელემენტები აქვს, რაც ზრდის მის ფუნქციონირებას და მარტივი გამოსაყენებელია. იფიქრეთ განლაგებაზე ხაზოვანი – როდესაც ყველა ელემენტი განლაგებულია იმავე ხაზზე. ის მოსახერხებელია პატარა სამზარეულოს შემთხვევაში. კუთხის სამზარეულო – ამ შემთხვევაში, ავეჯი მონტაჟდება კუთხეში, ორი კედლის გასწვრივ. ის კარგი ვარიანტია საშუალო და დიდი ოთახებისთვის. სამზარეულო ორ ხაზში – ამ განლაგებით, სამზარეულოს ავეჯის ელემენტები განლაგებულია ერთმანეთისგან მოპირდაპირე ორ კედელზე. სამზარეულო კუნძულით – ის იდეალურია დიდი ზომის ოთახებისთვის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, ცენტრში დიდი ზომის მაგიდა ჩააშენოთ, რომელსაც ექნება გაზქურა. ცალ მხარეს კი ბარის სკამები. დაკვირვებით შეარჩიეთ სამზარეულოს კაფელი და ზედაპირი ავეჯისთვის მასალის შერჩევისას, შესაძლოა დაგაბნიოთ დიდმა არჩევანმა. ამიტომ, დაიწყეთ ფასის კითხვით, რაც მასალის დადგენაში დაგეხმარებათ და შესაძლებლობას მოგცემთ, არ გასცდეთ ბიუჯეტს. თუმცა გახსოვდეთ, ზოგჯერ, ეკონომიის გაკეთება ხარისხის სანაცვლოდ, პერსპექტივაში შეიძლება უფრო ხარჯიანიც გამოდგეს. თუმცა, მასალის დასახელება ყოველთვის არ მიუთითებს მის ხარისხზე. მაგალითად, ლამინირებული დაპრესილი ხე შეიძლება კარგი ხარისხისაც იყოს და ცუდიც, ყველაფერი კი მის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ, რომ სამზარეულოს უჯრებს ხშირად გამოაღებთ, ამიტომ მნიშნვნელოვანია, სამზარეულოს ხარისხიანი მექანიზმი ჰქონდეს, რომ დროტა განმავლობაში, მთელი კონსტრუქციის მოხსნა არ გახდეს საჭირო. შეარჩიეთ სამზარეულოს ფასადი მაგალითად, თუ ხის ზედაპირზე ფიქრობთ, მისი უპირატესობა უნიკალური ბუნებრივი გარეგნობა და აღდგენის შესაძლებლობაა, თუმცა, ხე უფრო ადვილად ზიანდება და საჭიროებს რეგულარულ მოვლას. ლამინირებული ნაწილაკების დაფა კი სხვა მასალებთან შედარებით დაბალი ფასით, ფერების და ფაქტურის ფართო არჩევანით ნაკაწრებისა თუ სხვა დაზიანებებისადმი გამძლეობით ხასითდება, თუმცა დეფორმაციებისკენ უფრო მიდრეკილია, ვიდრე ხე, ადგილად იზიდავს მტვერს და ცხიმს.