რა წესები უნდა დავიცვათ შავი სამზარეულოს მოწყობისას

რა წესები უნდა დავიცვათ შავი სამზარეულოს მოწყობისას

ბევრი ადამიანი სამზარეულოსთვის ორიგინალობის მისანიჭებლად მუქ ტონებს ირჩევს. შავი სამზარეულო შთამბეჭდავად და უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა, როგორც ნებისმიერი გადაწყვეტა, ასეთ დიზაინს თავისი ნიუანსები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალიწინოთ. წარმოგიდგენთ წესებს, რომლებსა შავი სამზარეულოს მოწყობისას უნდა მიჰყვეთ: შავი ინტერიერის მახასიათებლები ის, თუ როგორი შესახედავი გამოვა შავი სამზარეულოს დიზაინი, მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახდენთ ამ ფერის პრეზენტაციას. შედეგი შეიძლება იყოს შთამბეჭდავი, თუმცა, ამ ფერს ასევე შეუძლია, ადვილად გააფუჭოს დიზაინი. ეს შეიძლება გამოიყურებოდეს პირქუშად და დამთრგუნველად. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა, რომ მუქი პალიტრა ვიზუალურად ამცირებს ოთახს, მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. თუ შავ ფერს სწორად გამოიყენებთ, ოთახი ვიზუალურად მართლაც მცირდება, თუმცა, ამავდროულად, ინტერიერი უფრო ღრმა ხდება – როგორც შუაღამის ცა, შორიდან მოციმციმე ვარსკვლავებით. ამასთან, შავი ფერის სამზარეულოები მადის მომატებას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონაში უფრო სწრაფად მოიმატებთ – საკვები შეიძლება კიდევ უფრო გემრიელი მოგეჩვენოთ, რადგან ნათელი ფერების არარსებობა გაიძულებთ, სრულად კონცენტრირდეთ გემოს შეგრძნებებზე. პლიუსები შავი ფერი ანიჭებს ოთახს ანიჭებს სიმკაცრეს და სისუფთავეს. ის გამოიყურება შთამბეჭდავად და პრესტიჟულად. მის ფონზე, ღირსებას იძენს ყველაფერი, რაც სხვა ფერის ინტერიერში არც თუ ისე სერიოზულად გამოჩნდებოდა, მაგალითად, ლიმონისფერი, ნარინჯისფერი, სტაფილოსპერი და სხვა. შავი სამზარეულო თქვენი მისწრაფებაა, მისმა მისტიკურობამ შესაძლოა ოთახში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნას. მინუსები შავ კედლებში, ადამიანები უფრო ნერვიულები ხდებიან და ღიზიანდებიან. მათ შეიძლება განიცადონ მელანქოლიის აუხსნელი გრძნობა. შავმა ტონმა შეიძლება თქვენი ოთახი აქციოს ნამდვილ შავ ხვრელად, სადაც არ არსებობს ჩრდილები და განათება. შავი ფერის ავეჯი გამუდმებულ მოვლას საჭიროებს. მას ეტყობა ნებისმიერი ნაკაწრი, წყლის წვეთი და ნათითური. ამიტომ გირჩევთ, შავი სამზარულო თეთრი ფერით გამოაცოცხლოთ. რამდენიმე მაგალითი: შავი სამზარეულო თეთრი დეტალებით შავ-თეთრი სამზარეულოს კიდევ ერთი მაგალითი