რა პლიუსები აქვს პოდიუმს ინტერიერში - იდეები და რჩევები

რა პლიუსები აქვს პოდიუმს ინტერიერში – იდეები და რჩევები

შენახვის სისტემა, ზონირების საშუალება, საწოლის დასამალი – ეს იმ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, რაც ოთახში პოდიუმის მოწყობას უკავშირდება. პოდიუმები ინტერიერების ერთ-ერთი საყვარელი არქიტექტურული მიგნებაა, რადგან ის ზოგავს ადგილს და სივრცეს უფრო შეკრულს და ნაკლებად გადატვირთულს ხდის. თანაც, პოდიუმის გამოყენება ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი – საძინებლიდან დაწყებული, აბაზანით დასრულებული. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება პოდიუმის საჭიეოებაში, ჩვენ რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ: სივრცის ზონირება პოდიუმი ტიხრების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია ზონირებისთვის. მისი დახმარებით ოთახის ნებისმიერი ნაწილის გამოყოფას შეძლებთ, მათ შორის, საძინებელი ან სამუშაო ადგილის. ადგილის დაზოგვა გიყვართ მეგობრების დაპატიჟება, მაგრამ პატარა ბინაში არასაკმარისი ადგილია დასაკეცი დივნისთვის და მით უმეტეს, სამატებითი საწოლისთვის? ამ პრობლემის გადაწყვეტა დასამალი საწოლით არის შესაძლებელი, რომელიც კონსტრუქციის ქვევით თავსდება. თუმცა, ეს პოდიუმის ფუნქციონალური დატვირთვა არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ საკითხავი კუთხე, ნივთების შესანახი და ა.შ. ცვლის პროპორციებს პოდიუმის კიდევ ერთი უპირატესობა ოთახის პროპორციების ვიზუალურად რეგულირებაა. კუთხის პოდიუმები ხელს უწყობს ოთახის ვიზუალური აღქმის შეცვლას. ტევადობა პოდიუმის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი უპირატესობა სათავსო ადგილის არსებობაა. განსაკუთრებით, თუ პოდიუმი საწოლის ქვეშაა მოთავსებული, ის დიდ სათავსოს ტოვებს. შიგნით არსებული სივრცე შეიძლება პატარა უჯრებად დაიყოს ან ერთიან სივრცეთ გამოიყენოთ. ფარავს კომუნიკაციებს თუ აბაზანაში სანტექნიკის და გაყვანილობის დამალვის საშუალება არ გაქვთ, ესთეტიკის შესანარჩუნებლად პოდიუმი იდეალური საშუალებაა. მთავარია დაფიქრდეთ მასალაზე, რადგან თუ საჭიროება იქნება, ადვილად მიაღწიოთ გაყვანილობებამდე.