რა არის ჭკვიანი სახლი და როგორ მოვაწყოთ ის?

რა არის ჭკვიანი სახლი და როგორ მოვაწყოთ ის?

ჭკვიანი სახლის მნიშვნელობა ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. მთლიანობაში კი, ჭკვიანი სახლი არის გარემო, რომელიც ითვალისწინებს მაცხოვრებლების ინტერესებს – მას შეუძლია კომფორტული ცხოვრების ავტომატიზაცია და მართვა. ეს არის მიგნება მათთვის, ვინც თავის დროს ძვირად აფასებს. რა თქმა უნდა, სამსახურიდან დაბრუნებულს, ჭკვიანი სახლი ვერ დაგახვედრებთ წვნიანს, მაგრამ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეგიქმნით. რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ჭკიანი სახლის მოწყობა გვსურს? მოაწყვეთ სისტემა თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით. ზოგისთვის მნიშვნელოვანია თერმული კომფორტი (ბატარეების რეგულირება), ზოგისთვის სუფთა ჰაერია პრიორიტეტი, ზოგისთვის საკმარისია სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ შუქის ანთებას. ეს არის სისტემათა ერთობლიობა, რომლებიც   რემონტის სხვადასხვა ეტაპზე მონტაჟდება. მათგან ბევრის მიღწევა შესაძლებელია უკაბელო მოწყობილობების გამოყენებით. თუმცა, უსადენო სისტემებს უარყოფითი მხარეებიც აქვთ: ისინი საჭიროებენ ყურადღებას და მოვლას, ასევე კარგ Wi-Fi-ს და გარკვეულ დამხმარე მოწყობილობებს. მაგალითად, თუ ბინაში ბევრი ჭკვიანი სახლის წერტილია, ყველა როუტერს არ შეუძლია მათი მხარდაჭერა. რა ბიუჯეტი დაგჭირდებათ? საქმე ისევ მოთხოვნილებებამდე მიდის. თუ მხოლოდ მართვადი შუქი გსურთ, ამისთვის რამდენიმე ასეული ლარი დაგჭირდებათ. ხოლო მეტი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ათასობით ლარის ხარჯზე ადის. მაგალითად, სახლის უსაფრთხოება შედგება რამდენიმე ეტაპისგან: ინფორმაციული – როდესაც ინფორმირებული ხართ ინციდენტის შესახებ (გაზის სენსორები, გაჟონვა) მოქმედება – ონკანის, მილის გათიშვა ან პოლიციის გამოძახება, თუ სისტემა საეჭვო მოძრაობებს აღიქვამს.