ყველაზე უცნაური დიზაინერული გადაწყვეტები ინტერიერში

ყველაზე უცნაური დიზაინერული გადაწყვეტები ინტერიერში

თავშეკავებული მინიმალიზმისა და მყუდრო სკანდინავიური სტილის პოპულარობის ხანაში ამ არსებობს ისეთი სახლებიც, რომლებიც მფლობელებმა და დიზაინერებმა  აბსურდის მუზეუმებად აქციეს. სტატიაში წარმოგიდგენთ უცნაური დიზაინერული გადაწყვეტილებების შედეგად შექმნილი ინტერიერის მაგალითებს: ეს ამერიკელი ტელეწამყვანის, დიკ კლარკსონის სახლია მალიბუში. 250 კვ.მ. ფართობის შენობა მღვიმის სტილშია წარმოდგენილი. დეკორად ქვები და თიხაა გამოყენებული, ხოლო თაროები და რბილი ავეჯი კლდეში გამოკვეთილის შტაბეჭდილებას ტოვებს. სახლის ბაღში შეხვდებით კაქტუსებს, ყვავილების საწოლებს კერპების გამოსახულებით და ხელოვნურ თავის ქალებს. პიერ კარდენის ეს სახლი კოტ-დ’აზურზე გაჯერებულია იდეით, რომ  მრგვალი საგნები და გლუვი ხაზები დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ამის გამო, 1989 წელს აშენებულ საცხოვრებელს „ბუშტუკიან სახლი” შეარქვეს. ამ უჩვეულო სახლში აბსოლუტურად ყველაფერი მომრგვალებულია: ფანჯრები, კარებები, თაღები, ავეჯი და საწოლიც კი. 2017 წელს აშენებული ეს სახლი, რომელზეც არქიტექტორმა კირილ ლანსელინმა იმუშავა, ასევე სფერული ნაწილებისგან შედგება, თუმცა, ზომით გაცილებით პატარაა. ეს საცხოვრებელი კორპუსის ბინაა საფრანგეთში, ჩრდილოეთ ნორმანდიაში და მის ინტერიერს მრგვალი ფიგურები ამშვენებს. უცნაური დიზაინერული გადაწყვეტის კიდევ ერთი ნიმუშია გვირაბის ფორმის ოთახი, რომელიც ინტერიერით, გემის კაიაუტას მოგაგონებთ. ამ სახლის პატრონს აშკარად ჩანს, სპეციფიკურ გარემოში უნდოდა ცხოვრება. ზოლიანი კედლები, რბილი ავეჯი, მაგიდები და სანთი. ამ ყველაფერს კი, გიგანტური, ასევე ზოლებით გაფორმებული ვაზა ემატება. კიდევ ერთი არაორდინარული არქიტექტურული გადაწყვეტაა ერთ ფერში გაწყობილი ოთახები. თუ ეს ფერი ყვითელია, ეს კიდევ უფრო ხმამაღალ განაცხადად იქცევა ხოლმე.