ყველაზე უგემოვნოდ მოწყობილი სახლები

ყველაზე უგემოვნოდ მოწყობილი სახლები

გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა ზოგჯერ ძალიან თვალშისაცემია, როცა ადამიანები ინტერიერის მოწყობისას გადამეტებულ აქცენტებს აკეთებენ ფერებზე, ავეჯსა თუ დეკორზე. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც ამტკიცებს, რომ ზომა-წონის დაცვა ყველაფერში მნიშვნელოვანია. შესაძლოა ეს სახლი ექცენტრიულ ხელოვანებს ეკუთვნოდეთ, თუმცა მაინც თვალშისაცემია, რომ დიზაინში გადაჭარბებით არის გამოყენებული ფერები და დეკორაციები. ფერადი კედლები, ფერადი ავეჯი და არაფერი ისეთი, რაც ასეთ კაშკაშა ტონებს დააბალანსებდა. ეს დიზაინი იმის ნათელი მაგალითია, რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ეს წარმოგვიდგენია. ამ შემთხვევაში კი ისედაც პრეტენზიულ წითელ ფერზე გადაჭარბებული აქცენტია გაკეთებული. სტუდიოს ტიპის საძინებელში საწოლი შესაძლოა ადგილის დასაზოგად არის ჭერში ჩამოკიდებული, თუმცა რა ახსნა აქვს ფარდების საკიდების და ოთახის მთლიან დიზაინს, გაუკრვეველია. ამ ოთახში ისედაც მყვირალა ფაქტურის რბილ ავეჯს ზედმეტად თვალშისაცემი შპალერი აქვს შეხამებული, რაც ოთახს ზედმეტად ტვირთავს. პატარა ოთახისთვის ზედმეტად ბევრი მასიური სვეტი ასევე გადაზედმეტებულად მორთულ ინტერიერთან ერთად, ოთახში მძიმე, პირქუშ გარემოს ქმნის. გადატვირთული ინტერიერის კიდევ ერთი ნიმუში და ზედმეტად ხაზგასმული ყავისფერი ინტერიერში. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც დეკორი რბილ ავეჯთან სრულიად შეუსაბამოა. არც ამ შემთხვევაში ერწყმის დეკორი, ავეჯსა და განათებას. დიზაინერმა ბევრი განსხვავებული ფაქტურა შეუხამა ერთმანეთს, რამაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგი მოგვცა. ამ ოთახის დიზაინი კი თვალებს ნამდვილად გადაგიტვირთავთ.