ყველაზე მოსახერხებელი და ორიგინალური ნიჟარები სამზარეულოსთვის

ყველაზე მოსახერხებელი და ორიგინალური ნიჟარები სამზარეულოსთვის

როდესაც ჯერი სამზარეულოს დიზაინზე მიდგება, სასურველია პრაქტიკული შევუთავსოთ მიმზიდველს. სამზარეულოს ნიჟარების ეს რამდენიმე ვარიანტი დაგარწმუნებთ, რომ სამზარეულოს ნიჟარა შესძლოა იმაზე რთული კონსტრუქცია გახდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამერიკული „მდინარე“ Elkay-სგან ამერიკული კომპანია ორიგინალური ფორმის სამზარეულოს ნიჟარებს გვთავაზობს. სხვადასხვა ზედაპირზე ამოჭრილი ნიჟარები მდინარეს მოგვაგონებს და საკმაოდ პრაქტიკულიცაა – ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარეცხვისას, ასევე, შეგიძლიათ ყინულებით გაავსოთ და მასში სასმელი ან ხილი ჩააციოთ. კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Native Trails მთვარის ფორმის ნიჟარებს გვთავაზობს ეს ნიჟარები პრაქტიკულობით გამოირჩევა. მას დიდი ზომის ხის ზედაპირი აქვს, სადაც თავისუფლად შეძლებთ პროდუქტების დაჭრას ან გასარეცხი ჭურჭლის დაწყობას, შემდეგ კი ჯერი დასუფთავებაზე მიდგება. ნიჟარა სპილენძისაა, რაც მავნე ბაქტერიებს მალე კლავს და ისინი ნიჭარის ზედაპირზე დიდხანს ვერ დარჩებიან. მრავალფუნქციურობა Philips Design-ისგან კომპანიამ შექმნა ხის ნიჟარა, რომელშიც შეგიძლიათ არა მხოლოდ წყლის, არამედ საკვების ნარჩენების გადინებაც. ნიჟარაში საკვების ნარჩენების გამანადგურებელია ჩაშენებული, ასე რომ, მათ განადგურებას ისე შეძლებთ, რომ ნაგვის გადაყრა და ურნის გასუფთავება არ დაგჭირდებათ.